დეკემბერი 20, 2017 13:19

დასრულებული: ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ კონკურსს  კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე.  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახური, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად შეიმუშავებს  კომისიის საკომუნიკაციო სტრატეგიას, შიდა და გარე კომუნიკაციების პოლიტიკასა და პროცედურებს. 

თანამდებობრივი სარგო:         6660  ლარი (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:           კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;

სამუშაოს ტიპი:                       სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა:                6 თვე


ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა) კომისიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; მისი განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება.

ბ) კომისიის საკომუნიკაციო და საინფორმაციო არხებისა და მომსახურებების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის, მოლოდინებისა და ინფორმაციული საჭიროებების შეფასების საფუძველზე  წინადადებების მომზადება საკომუნიკაციო სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებზე მორგებისათვის;

გ)  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება კომისიის საქმიანობის თაობაზე;

დ) კომისიის საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაიჯესტისა და ყოველთვიური ანალიზის მომზადებაზე მონიტორინგის გაწევა;

დ) კომისიის საქმიანობის,  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელების ორგანიზება; დაუზუსტებელი ან არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში,  კომისიის პოზიციის ან ზუსტი ინფორმაციის მიწოდების ორგანიზება და ზედამხედველობის გაწევა;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობით ერთობლივი საინფორმაციო პროექტების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების, ასევე, ტელეკომუნიკაციების სექტორში მიმდინარე აქტივობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიებისა და  მომხმარებელთა უკუგების მექანიზმების ორგანიზება;

ზ) კომისიის ბრენდის მართვის სახელმძღვანელოს შექმნისა და შესაბამისი საბრენდო მასალების დამზადების უზრუნველყოფა კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;

თ)  კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა კომისიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;

ი) კომისიის მიერ წარმართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, დაგეგმილი აქტივობებისა და საინფორმაციო კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;

კ) კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი დავალების შემთხვევაში კომისიის პრესმდივნის მოვალეობების განხორციელება;

ლ) კომისიის მომხმარებელთა (ავტორიზებულ პირთა, ბოლო მომხმარებელთა და სხვა მხარეების (მომხმარებლების) სურვილების, წინადადებებების, მოლოდინების რეგულარული ანალიზი, შესაბამისი წინადადეგებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

მ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში კომისიის წარმოდგენა, ორგანიზაციიდან მიღებული დოკუმენტაციაზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

ნ) საზოგადოებასთან ურითიერთობის სამსახურის საქმიანობის კოორდინირება კომისიის დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად;

ო) კომისიის თავმდჯომარის სხვა დავალებების შესრულება სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

 

მოთხოვნები: 

მინიმალური განათლება:  ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობაში,  ან ჟურნალისტიკაში ან  მარკეტინგში;

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 7 წელი; აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით და ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;  სასურველია ტელე-ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება; სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სულ მცირე ორი (2) წელი. 

 

უცხოური ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა-  B2.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word,  Excel  კარგი)

 

კომპეტენცია და  უნარები:

  1. ეფექტური წერითი და ზეპირის კომუნიკაციის უნარი;
  2. კომუნიკაციების დაგეგმვის უნარი, ინტერპერსონალური ურთიერთობები;
  3. ცვლილებებისა და სიახლეების  ინიცირების უნარი;
  4. შემოქმედებითი აზროვნება;
  5. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობა;
  6. გუნდური მუშაობის უნარი;
  7. კომპლექსური აზროვნება;
  8. დროის ეფექტიანი მართვა;
  9. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  10. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

 

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილში.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება: 

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე,  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი),  და ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

საბუთების მიღების ვადაა: 2017 წლის 20 დან 31 დეკემბრამდე.  

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები