ივნისი 07, 2018 18:22

დასრულებული: ვაკანსია შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:     2497.5 (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი. უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალში.  

აუცილებელია:  პროფესიული სერტიფიკატი სახელწიფო შესყიდვების კუთხით, რომელიც ორგანიზებულია  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე უკანასკნელი 3  წლის განმავლობაში. აქედან სულ მცირე  1 წელი შესყიდვების კუთხით, სახელმწიფო ორგანიზაციაში;

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა B1 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

MS Office (Word,  Excel -ძალიან კარგი)

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა)  კომისიის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) კომისიის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შესასყიდი საქონლის ან მომსახურების თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის აგრეთვე, სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა და სისტემაში ატვირთვა;

დ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადება;

ე) პოტენციურ მიმწოდებელთა ბაზის შედგენა და განახლება;

ვ) ბაზრის კვლევის ჩატარება;

ზ) მიმწოდებელთან ხელშეკრულებების გაფორმება; სახელშეკრულებო პირობების მონიტორინგი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესსრულება

 

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

 

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy @gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე, (CV)   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,  შესაბამისი სერტიფიკატი, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);   ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. ბმული).

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

საბუთების მიღების ვადაა:   2018 წლის  7 ივნისიდან 17 ივნისის     ჩათვლით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები