ოქტომბერი 02, 2020 14:31

დასრულებული: ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომისიის აპარატის ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

თანამდებობრივი სარგო:  6660 ლარიდან  
ანგარიშვალდებულება:   კომისიის თავმჯდომარის წინაშე
სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:  6 თვე 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

1)       ხარისხის მართვის ორგანიზაციული სისტემის პრინციპებიდან გამომდინარე, კომისიის სამუშაო პროცესების აღწერა, ფორმალიზება, რეგულარული აუდიტი; აუდიტის საფუძველზე გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრა და შესაბამის პროცედურაში ასახვა;

2)       კომუნიკაციების კომისიის ძირითადი და დამხმარე სამუშაო პროცესების შეფასების ძირითადი ინდიკატორების, ასევე, რისკების მართვის გეგმის შემუშავება;

3)       ხარისხის მართვის სისტემის გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა;

4)       კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, კომისიის აპარატის  საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების პერიოდული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება;

5)       კომისიის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა და გარე რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;

6)       შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი პოლიტიკისა და სამართლებრივი ნორმების შემუშავება და განახლება; შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანერგილი სისტემებისა და პროცედურების პერიოდული აუდიტი და რეპორტინგი.

7)       ორგანიზაციის მართვისა და კონტროლის სისტემის შესაბამისობის, ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასება,  რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების დასახვა;

8)       დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა   მოტივირება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;

9)       დაქვემდებარებულთა საქმიანობისა და შესრულების მონიტორინგი და შეფასება;

10)   კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: მაგისტრის  აკადემიური ხარისხი     ბიზნესის ადმინისტრირების,  ხარისხის მართვის, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

შენიშვნა: მაგისტრის ხარისხი კომპენსირდება მინიმუმ  1 წლიანი სასერტიფიკაციო კურსით  ხარისხის მართვის -  LSS (Lean Six Sigma certificate) ან   ადამიანური და ინსტიტუციონალური განვითარების მიმართულებით  (Human and Institutional Capacity Development) და ბაკალავრის ხარისხით ბიზნესის ადმინისტრირების,  ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

 სასურველი განათლება:   

  • ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001 -2015; 
  • პროექტების მართვის  PMP- Certified project manager სერტიფიკატი;

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 5  წლიანი გამოცდილება შიდა აუდიტის,  საოპერაციო მართვის ან   ფინანსების მიმართულებით, 2  წლიანი გამოცდილება ხარისხის მართვის მიმართულებით.   ხელმძღვანელად მუშაობის სულ მცირე 1  წლიანი გამოცდილება, პროექტის მენეჯერის, ჯგუფის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის ან სხვა მენეჯერულ პოზიციაზე. 

სასურველი სამუშაო გამოცდილება; 

სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს ERP სისტემების დანერგვის გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. 

სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს  კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის,  ბიზნესის განვითარების, სტრატეგიული პროექტების მართვის მიმართულებით. (Performance consultant)

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B2 დონე;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word, Excel, PowerPoint, Project, Visio ) -   კარგი

კომპეტენციები და უნარები:

  • სახელმწიფო  ენაზე  გამართული წერილობითი და  ვერბალური  კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღებამითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები  ან სერტიფიკატ(ებ)ის ასლები, რომელიც უტოლდება საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნას;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური
  • ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი სერტიფიკატები ან დოკუმენტაცია, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

საბუთების მიღების ვადაა: 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის  ჩათვლით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები