აგვისტო 09, 2023 18:47

დასრულებული: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:  3330 ლარიდან 5827.50 ლარამდე  (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:   ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის წინაშე

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომპიუტერული ქსელების აგება, მათ შორის LAN, WAN,VPN და უკაბელო ქსელები;
  • ქსელური აპარატურის ინსტალაცია და კონფიგურაცია, მათ შორის მარშუტიზატორები, კომუტატორები, ფაირვოლები;
  • ქსელის პრობლემების მოგვარება, მუშაობის ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება;
  • ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ფაირვოლების წვდომების,  IDS/IPS  სისტემებისა და უსაფრთხოების სხვა ზომების საშუალებით;
  • ქსელის აქტივობის მონიტორინგი;
  • ქსელის დოკუმენტაციისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და შენარჩუნება;
  • ტექნიკური მხარდაჭერა/კონსულტაცია - დანერგილი სისტემების ექსპლუატაციისას ტექნიკური საკითხების გადაჭრა;
  • ინფორმაციულ სისტემებში წარმოქმნილი ინციდენტების სათანადოდ აღრიცხვა, ინციდენტის გამომწვევი მიზეზებისა და გადაწყვეტის რეგისტრაცია პროცედურების შესაბამისად;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • სერვერული და ქსელური ტოპოლოგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი 

სასურველია:  კანდიდატს ჰქონდეს განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების, ტელეკომუნიკაციების,  საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით (მათემატიკა, ფიზიკა და სხვა მომიჯნავე მიმართულება)

პროფესიული ცოდნა:

  • Windows და Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ;
  • Cisco და Fortinet მოწყობილობებთნ (სვიჩები, როუტერები, ფაირვოლები) მუშობის გამოცდილება.

სამუშაო გამოცდილება:  

სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ქსელური ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების მიმართულებით;

აუცილებელია შემდეგი სახის მუშაობის გამოცდილება:

  • Cisco IOS და FortiOS ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
    • გამოცდილება ქსელის მონიტორინგის ინსტრუმენტებში (PRTG, Zabbix or SolarWinds);
    • Layer2 Networking: LACP, STP (RSTP, PVST, MST), HSRP, VRRP, VLAN configuration, Native VLAN,
    • Layer3 Networking: EIGRP, OSPF, BGP, VRF, Static NAT, dynamic NAT, Policy Routing, Traffic Shaping, QoS;
    • Security: Access control Lists (standard, extended), Port Security, Private VLAN, Storm Control;
    • Monitoring: Local Logging, Syslog, IP SLA, NetFlow, SNMP;
    • VPN: Site-to-site VPNs;

სასურველია:

  • VMware ESXi სისტემებთნ მუშაობის გამოცდილება
  • Cisco CCNA , CCNP  სერთიფიკატის ქონა;

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B2 დონე

კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მათემატიკური აზროვნება;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • აქტიური მოსმენისა და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV),  სამუშაო გამოცდილების მითითებით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

საბუთების მიღების ვადაა: 2023 წლის 9 აგვისტოდან  2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები