დასრულებული: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
კომუნიკაციების კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 2497.50-დან (დარიცხული);
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიაში არსებული პასიური ქსელის და კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ქსელში წარმოქმნილი ინციდენტების აღრიცხვა და მოგვარება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- პერიფერიული მოწყობილობების უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში ინსტალაცია და მათი სერვისზე გაგზავნა;
- კომისიის შიდა კომპიუტერული ქსელის ორგანიზება, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურისა და პერიფერიული მოწყობილობების მართვა და უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა IT საქონლის მარაგების შესყიდვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- ფიზიკური ქსელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება (კაბელის გამზადება/გაყვანა, საკომუნიკაციო პანელზე ინსტალაცია, პორტების მენეჯმენტი, კაბელ-მენეჯმენტი);
- კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონიტორინგის, შერჩევის, შეკეთების, განახლების და შესყიდვის სამუშაოთა ორგანიზებაში მონაწილეობა;
- თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ IT პრობლემებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
- თანამშრომლების დახმარება, მათი ტრენინგი კომისიაში დანერგილი პროგრამული ურუნველყოფებების უკეთესად ათვისების მიზნით;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი;
შენიშვნა: ბაკალავრის ხარისხი კომპენსირდება სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილებით ინფორმაციული ტექნოლოგიების/ქსელური ინფრასტრუქტურის / ტექნიკური დახმარების კუთხით და შესაბამისი სერტიფიკატებით, ან/და შესაბამისი პროფესიული განათლებით.
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების/ქსელური ინფრასტრუქტურის/ქსელების მართვის ან ტექნიკური დახმარების კუთხით.
სასურველია:
Microsoft Exchange Online სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
IP კამერებთან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირება;
პროფესიული ცოდნა:
- ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
- კომპიუტერის Hardware ნაწილის ცოდნა;
- ფიზიკური ქსელის გაყვანის, მონტაჟის, კაბელ-მენეჯმენტის ცოდნა;
- CompTIA A+ დონეზე ცოდნა.
უცხო ენის ცოდნა:
ინგლისური ენა - B2 დონე
კომპიუტერული სისტემების ცოდნა: Microsoft Windows, Domain Controller/Active Directory საბაზისო ცოდნა, Microsoft 365.
სასურველია: Windows/Linux, vMware vSphere, Veeam Backup & Replication.
კომპეტენცია და უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- კრიტიკული აზროვნება
- კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მათემატიკური აზროვნება
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- აქტიური მოსმენისა და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს: თავისი რეზიუმე (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი), ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. ბმული)
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის”.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი.
კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.
საბუთების მიღების ვადაა: 2024 წლის 9 აგვისტოდან 2024 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.