ნოემბერი 09, 2022 17:30

დასრულებული: IT ბიზნეს ანალიტიკოსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: პოზიციის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციით და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პოზიციისთვის განსაზღვრული მინიმალური სარგო- 3 330 ლარიდან (დარიცხული);

ვაკანტური პოზიცია - 1

ანგარიშვალდებულება:   ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის წინაშე

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

ძირითადი ფუნქციები:

  • IT სამსახურის მიერ განხორციელებული შიდა პროგრამული განვითარების პროცესში დამკვეთთან ურთიერთობა, საჭიროების განსაზღვრა, ანალიზი,  დეველოპერებისათვის ტექნიკური დავალების მომზადება;
  • შესაბამისი User stories მომზადება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის ბიზნეს პროცესების  აღწერა და დიზაინი;
  • პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი;
  • ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • სისტემური ტესტების ჩატარება ახალი პროდუქტებისათვის;
  • პროდუქტის გაშვებისთვის მზაობის შესახებ დასკვნის მომზადება;
  • IT სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სისტემის ახალი მოდულების დანერგვის ან მოდიფიკაციის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი და არსებული სერვისების პროგრამული გადაწყვეტილებების სახელმძღვანელოების შემუშავება;
  • პროექტის ფარგლებში სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

პროფესიული ცოდნა:

  • Business Process Model and Notation (BPMN 2.0)
  • Unified Modelling Language (UML Sequence)
  • Entity Relationship Diagram (ERD)
  • SQL.

სასურველია:

  • Power BI
  • Project Management Methodologies (Agile, Waterfall, Scrum, Kanban and etc.)
  • SharePoint.

სამუშაო გამოცდილება:

  • IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ბიზნეს პროცესების ანალიზის და აღწერის გამოცდილება;
  • ტექნიკური ამოცანების განსაზღვრის/შემუშავების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ვებ/დესკტოპ აპლიკაციების მანუალური ტესტირების გამოცდილება;
  • ტესტირების მეთოდოლოგიების თეორიული ცოდნა/გამოყენება.

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონე

კომპეტენციები და უნარები:

  • ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);  
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “IT ბიზნეს ანალიტიკოსი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:

  1. კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
  2. ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  3. კონკურსის შედეგების გამოცხადება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 9  ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები