თებერვალი 28, 2023 16:22

დასრულებული: კომისიის თავმჯდომარის აპარატის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომისიის თავმჯდომარის აპარატის უფროსის პოზიციაზე

თანამდებობრივი სარგო:  7492.5 ლარიდან (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:   კომისიის თავმჯდომარის წინაშე

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადაა: 2023 წლის 28 თებერვლიდან 2023 წლის 13 მარტის  ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

ა) კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თავმჯდომარის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და პროექტების მართვის კუთხით მხარდაჭერა;

ბ) კომისიის პროექტების დაგეგმვა და საპროექტო წინადადებების შემუშავება;

გ) პროექტების შეფასების ინდიკატორების შემუშავება და შეთანხმება, პროექტების შედეგების გაზომვა განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით;

დ) მიმდინარე პროექტებისათვის ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, ინფორმაციული და ლოგისტიკური მხარდაჭერის გაწევა;

ე) კომისიის მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის გაწევა;

ვ) მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით კომისიის ხელმძღვანელობასა და დონორებთან კომუნიკაცია;

ზ) კომისიაში მიმდინარე პროექტებზე ფინანსური და პროგრამული ანგარიშგება;

თ) კომისიის თავმჯდომარესთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხებით პროექტების ხელმძღვანელებისა და გუნდის წევრების შერჩევა;

ი) კომისიის თავმჯდომარესთან ანგარიშგება პროექტების სტატუსისა და განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ;

კ) პროექტების შედეგების გაზომვის მიზნით განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება და თავმჯდომარისათვის წარდგენა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორცილების ხელშეწყობის მიზნით,  ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის  ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის/სახელმწიფო მართვის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: 

აუცილებელია:

სტრუქტურული ერთეულის, გუნდის ან/და პროექტების ხელმძღვანელობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, აქედან სულ მცირე ორ წლიანი მუშაობის გამოცდილება საჯარო/სახელმწიფო ორგანიზაციაში.

სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით.

სასურველია:

სასურველია სერტიფიკატი პროექტების მართვაში.

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  C1 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word, Excel, PowerPoint ) - ძალიან კარგი

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღებამითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “კომისიის თავმჯდომარის აპარატის უფროსი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები