აპრილი 28, 2023 17:42

დასრულებული: მთავარი პროგრამისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომუნიკაციების კომისია“) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომუნიკაციების კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მთავარი პროგრამისტის (PHP დეველოპერი) პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:  პოზიციის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციით და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პოზიციისთვის განსაზღვრული მინიმალური სარგო-  - 4 995 ლარიდან (დარიცხული).

ანგარიშვალდებულება:   ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

ძირითადი ფუნქციები:

  • კომუნიკაციების კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის/პროგრამების ანალიზი,  ადმინისტრირება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა; 
  • კომუნიკაციების კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის სისტემური ანალიზი,  კომუნიკაციების კომისიაში არსებული სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის  საჭიროებების შესწავლა და  შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისათვის ტექნიკური დავალების შემუშავება, დამკვეთ სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • ტექნიკული დავალების შესაბამისად, ახალი პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა ან არსებულის მოდიფიცირება/განახლება;
  • მონაცემთა ბაზების  დაპროექტება;
  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ფუნქციური დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;  
  • კომუნიკაციების კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების გამართული ფუნქციონირება, თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
  • შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდის დოკუმენტირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი   

პროფესიული ცოდნა:

  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების ცოდნა;
  • სუფთა კოდის წერა, ტესტირება და შეცდომების აღმოფხვრა;
  • PHP - ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • LARAVEL  ცოდნა;
  • HTML, CSS, AJAX, JavaScript, jQuery, bootstrap;
  • SQL - ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ვებ სერვერი კონფიგურაცია (NGINX, Apache );
  • Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა.

სასურველია:

  • Frontend-ის განვითარების ცოდნა (HTML 5, JavaScript/TypeScript, Angular/React და ა.შ.);
  • კონტეინერიზაციის პრინციპების ცოდნა, Docker-ის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მონაცემთა სტრუქტურების/ ალგორითმების საფუძვლების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: 

  • მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ვებ დეველოპმენტში;
  • კოდის წერისა და დოკუმენტირების გამოცდილება;
  • არარელაციურ და რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MY SQL);
  • REST, SOAP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველი სამუშაო გამოცდილება:

  • Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest);
  • სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება;
  • Linux-თან მუშაობის გამოცდილება.

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონე

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინა;
  • ინიციატივიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომუნიკაციების კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);  
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მთავარი პროგრამისტი (PHP დეველოპერი)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:

  1. კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
  2. ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

საბუთების მიღების ვადაა: 2023 წლის 28 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები