ოქტომბერი 12, 2023 19:06

დასრულებული: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გრაფიკოსი

კომუნიკაციების კომისია არის სატელეკომუნიკაციო სფეროს არქიტექტორი, ხელისუფლებისყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს  კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისია კანონით ასევე, პასუხისმგებელია ქვეყანაში მედიაწიგნიერებს განვითარებაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომუნიკაციების კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გრაფიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 4995 ლარიდან (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადაა: 2023 წლის 12 ოქტომბრიდან  2023 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები): 

  • კომისიის საკომუნიკაციო პროდუქტების  დიზაინის შემუშავება;
  • კომისიის ანალიტიკური პორტალიდან ამოღებული ინფორმაციისთვის გრაფიკების და სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალის შექმნა (ყოველთვიური და კვარტალური სტატისტიკური მონაცემები);
  • ანიმაციის შექმნა და ვიზუალური ეფექტების გამოყენება;
  • ფოტოსურათების და ვექტორული გამოსახულებების დამუშავება შესაბამის პროგრამაში;
  • საჭიროების შემთხვევაში ჟურნალების, საკომუნიკაციო მასალების დიზაინისა და მაკეტების შექმნა, დაკაბადონება და ბეჭდვისთვის გამზადება;
  • გრაფიკული ვიდეო რგოლების შექმნა და მონტაჟი;
  • 3D გამოსახულებების და სარეკლამო რგოლების შექმნა;
  • კომისიის რეგულარული სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალის მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: გრაფიკოსად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;

აუცილებელია:  ვიზუალიზაციის ტექნიკებთან და მეთოდებთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ცოდნა;

მედია პროდუქტების ცოდნა; ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციისთვის საჭირო ტექნიკების და მეთოდების ცოდნა.

უცხოური ენების ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონეზე;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 

  • MS Office (Power Point, Word,  Excel - ძალიან კარგი);
  • Desktop publishing software — Adobe Systems Adobe InDesign, Quark, QuarkXPress; 
  • Graphics or photo imaging software — Adobe Systems Adobe Creative Cloud; Adobe Systems Adobe Flash; Adobe Systems Adobe Illustrator; Adobe Systems Adobe Photoshop; 
  • Video creation and editing software — Adobe Systems Adobe After Effects; Adobe Premiere Pro; WeVideo; YouTube; 
  • Web page creation and editing software — Adobe Systems Adobe Dreamweaver; Facebook; Social Media Software; WordPress; 
  • 3D modelling, animation, simulation software — Maxon Cinema 4d , SideFX Houdini;
  • 3D rendering software — Autodesk Arnold Renderer, Redshift Rendering Technologies Redshift renderer;;
  • Texturing 3D assets — Adobe Systems Adobe Substance Painter;
  • 3D sculpting and soft body asset creation —Pixologic ZBrush, Virtual Fashion Inc Marvelous. Designer 

კომპეტენცია და  უნარები:

  • დროის ეფექტური მართვა;
  • ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის  უნარი;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენა - საუბრიდან საჭირო ინფორმაციის ამოღების უნარი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV),  სამუშაო გამოცდილების მითითებით;
  • პორტფოლიო;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “გრაფიკოსი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  განაცხადების გადარჩევა, პროფესიული დავალება და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: მარიამ სუხაშვილი, +995 322393617 ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები