წვდომის მენიუ

მაისი 21, 2025 16:38

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მარკეტინგის სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია (შემდგომში - კომუნიკაციების კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომუნიკაციების კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

თანამდებობრივი სარგო: 4995-დან (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები): 

  • კომუნიკაციების კომისიის PR სამსახურის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მარკეტინგული მიზნების ჩამოყალიბება და  სამსახურის უფროსთან შეთანხმება;
  • პროექტის და  მიზნის  შესაბამისად, მარკეტინგული პროდუქტების შექმნისათვის საჭირო ინფორმაციის კვლევა და ანალიზი (ბაზრის სეგმენტაცია, ტენდენციების კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და სხვა.);
  • სინქრონიზებული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, PR გუნდთან ერთად დეტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება, მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
  • ხელმძღვანელთან ერთად მარკეტინგული პროდუქტებისთვის საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, კერძოდ, კონკრეტული კამპანიისათვის სხვადასხვა მედიასაშუალებიდან (ვიდეო-რგოლი, გრაფიკული რგოლი, გარე-რეკლამა, რადიო რეკლამა) რელევანტური არხის/პროდუქტის შერჩევა;
  • სტრატეგიით განსაზღვრული ანალიტიკური ვიდეოების მთავარი სათქმელის  იდენტიფიცირების მიზნით, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და პროექტების მენეჯერებთან; მიღებული ინფორმაციის  შეჯერება PR სამსახურის გუნდთან ერთად და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება; 
  • საკომუნიკაციო მასალების დამზადების მიზნით, დიზაინერთან მუშაობა და  სარეკლამო კომპანიებთან  კომუნიკაცია; 
  • საჭიროებისამებრ, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების/პრეზენტაციების მომზადება;
  • გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა და  საჭირო რესურსების მობილიზება;
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის კონტროლი, ანალიზი და გაზომვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება

სასურველია - კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება

უცხოური ენების ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

MS Office (Power Point, Word,  Excel - ძალიან კარგი)

კომპეტენცია და  უნარები:

  • დროის ეფექტური მართვა;
  • ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს: თავისი რეზიუმე (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი), ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად.

გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მარკეტინგის სპეციალისტი”.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი.

კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

საბუთების მიღების ვადაა: 2025 წლის 21 მაისიდან 2025 წლის 4 ივნისის ჩათვლით.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები