წვდომის მენიუ

აგვისტო 04, 2026 17:12

ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი | ComCom

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანტური საშტატო ერთეულების რაოდენობა: 1

თანამდებობრივი სარგო:  განისაზღვრება შეთანხმებით, თანამდებობისთვის გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსს

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ პრესრელიზების და ოფიციალური განცხადებების მომზადება;
  • ყველა ტიპის საკომუნიკაციო პროდუქტისთვის ტექსტის (ქოფის) მომზადება;
  • საჭიროების მიხედვით, კომისიის საკომუნიკაციო არხებისთვის ინგლისურენოვანი ქოფების მომზადება;
  • მიმდინარე საქმეების, პროცესებისა ან/და პროექტების საკომუნიკაციო მიზნებისთვის შესაბამისი საკომუნიკაციო აქტივობების შემუშავება, დაგეგმვა და აღსრულება;
  • კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშისთვის მასალების მომზადება;
  • ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის კომისიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსება, მართვა, მომართვიანობაზე რეაგირება და სხვა მასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება;
  • მედიამონიტორინგის განხორციელება და კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ყოველდღიური პრეს დაიჯესტისა და ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
  • მედია მონიტორინგის ელექტრონული ბაზის მართვა; მედიაში გასული და/ან გამოქვეყნებული ტექსტური, აუდიო-ვიზუალური და სხვა მასალების სისტემატიზაცია და დაარქივება;
  • დიზაინერთან და სარეკლამო კომპანიებთან კოორდინაცია, ბრენდის სახელმძღვანელოს შესაბამისად, კომისიის კორპორატიული საკომუნიკაციო მასალებისა და ვიზუალური პროდუქტების მომზადების უზრუნველყოფა;
  • დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, საკომუნიკაციო მასალებისათვის შესაბამისი ვიზუალური მასალის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა, საკომუნიკაციო მიზნებისთვის/აქტივობებისთვის საჭირო ინფორმაციის კვლევა და ანალიზი;
  • გუნდის/ჯგუფის ტექნიკური მხარდაჭერა და საჭირო რესურსების მობილიზება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება

სამუშაო გამოცდილება:   სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მარკეტინგის მიმართულებით ჯენერალისტის/მენეჯერის პოზიციაზე (ყველა ძირითადი მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება). 

სასურველია სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. 

უცხო ენების ცოდნა:

 ინგლისური ენა - B2 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office - კარგი

სასურველია: ვიზუალური პროდუქტების მომზადებისათვის საჭირო პროგრამების (Photoshop, Illustrator)  ცოდნა

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები, მათ შორის, მაღალი დონის წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი. 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი). 

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია: 

ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა; 

ბ) შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი - შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება

ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად. 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: 

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 

კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, განისაზღვროს დამატებითი შერჩევის ეტაპი. 

საბუთების მიღების ვადა:   2026 წლის  4 აგვისტოდან 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები