ივნისი 19, 2018 11:25

დასრულებული: სტაჟირება კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით

თუ ხარ კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  სტუდენტი და გაინტერესებს ქსელების ადმინისტრირება, ეს ანაზღაურებადი სტაჟირება შენთვისაა!

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეძებს სტაჟიორებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

ორგანიზაციის შესახებ: 

სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების დარგებს არეგულირებს. კომისიის რეგულირებაში შედის ტელე და რადიომაუწყებლობა, მაუწყებლობის ტრანზიტი, ფიქსირებული და მობილური სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებები.  კომისიის საქმიანობას გადამწყვეტი გავლენა აქვს საქართველოში სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის დარგების განვითარებაზე.  

სტაჟირების შესახებ:

ფუნციები: სტაჟიორების განმავლობაში, შერჩეული სტუდენტები ჩაერთვებიან კომისიის კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ორგანიზებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვა/ადმინისტრირებაში.

სტაჟირების ვადა:

  • სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 1 ივლისს და დასრულდება ოქტომბრის ბოლოს. აღნიშნულ პერიოდში, შესაძლებელი იქნება სტუდენტების ჩანაცვლება, რაც ნიშნავს, რომ სტაჟირების ვადა თითოეული სტუდენტისთვის ნაცვლად ოთხი თვისა, შესაძლოა იყოს ორი თვე.  
  • სტაჟირების სასწავლო პროგრამასთან შეთავსების მიზნით, სტაჟიორებს გექნებათ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დღეში არაუმეტეს 5 სამუშაო საათისა.

სტაჟირების სარგებელი:

  • გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით,  შერჩეულ სტაჟიორებს საშუალება გექნებათ მიიღოთ პროფესიული გამოცდილება და განივითაროთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ამასთან შესაძლებლობა მოგეცემათ მოხვდეთ რეალურ სამუშაო გარემოში, გამოავლინოთ საკუთარი უნარები და ისწავლოთ ახალ გარემოსთან ადაპტირება;  
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ გადმოგეცემათ  ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ;  
  • სტაჟირება გავლილ პირები გახდებით უფრო კონკურენტუნარიანები დასაქმების დროს, განსაკუთრებით ისეთ მაღალშემოსავლიან დარგებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაცია და მაუწყებლობა.

თვიური ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500 ლარი.

 

თუ აღნიშნული სტაჟირება თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, 20.06.2018-მდე მიმართოთ   შესაბამისი უნივერსიტეტის კარიერის განვითარების სამსახურს და გაუგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შერჩევის მიზნით, უნივერსიტეტიდან მოწოდებულ კანდიდატებს გაესაუბრება კომისიის IT სამსახურის წარმომადგენელი.  კომისია არჩევანს გააკეთებს მცოდნე, სფეროთი დაინტერესებულ, მოტივირებულ სტუდენტებზე.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები