მაისი 31, 2022 15:32

დასრულებული: მარკეტინგის მენეჯერი

კომუნიკაციების კომისია არის სატელეკომუნიკაციო სფეროს არქიტექტორი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს  კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზერათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისია კანონით ასევე, პასუხისმგებელია ქვეყნაში მედიაწიგნიერებს განვითარებაზე. 

კომუნიკაციების კომისიის აზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომლის მიზანია მარკეტინგული მიმართულების გაძლიერებ და ყველა საკომუნიკაციო პლატფორმაზე მორგებული  მარკეტინგული საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, ეძებს მარკეტინგის მენეჯერს არასაშტატო, 1 წლიანი შრომითი ურთიერთობისთვის.                                                  

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის/სამუშაო გამოცდილების შესაბამისად

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელი

საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 1 ივნისიდან  18 ივნისის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები): 

  • კომუნიკაციების კომისიის PR სამსახურის  საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მარკეტინგული მიზნების ჩამოყალიბება და  სამსახურის უფროსთან შეთანხმება;
  • პროექტის და  მიზნის  შესაბამისად, მარკეტინგული პროდუქტების შექმნისათვის საჭირო ინფორმაციის კვლევა და ანალიზი (ბაზრის სეგმენტაცია, ტენდენციების კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, და სხვა.);
  • სინქრონიზებული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, PR გუნდთან ერთად დეტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება, მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
  • ხელმძღვანელთან ერთად მარკეტინგული პროდუქტებისთვის საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, კერძოდ, კონკრეტული კამპანიისათვის სხვადასხვა მედიასაშუალებიდან (ვიდეო-რგოლი, გრაფიკული რგოლი, გარე-რეკლამა, რადიო რეკლამა) რელევანტური არხის/პროდუქტის შერჩევა;
  • სტრატეგიით განსაზღვრული ანალიტიკური ვიდეოების მთავარი სათქმელის  იდენტიფიცირების მიზნით, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და პროექტების მენეჯერებთან; მიღებული ინფორმაციის  შეჯერება PR სამსახურის გუნდთან ერთად და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება; 
  • საკომუნიკაციო მასალების დამზადების მიზნით, დიზაინერთან მუშაობა და  სარეკლამო კომპანიებთან  კომუნიკაცია; 
  • საჭიროებისამებრ, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების/პრეზენტაციების მომზადება;
  • გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა და  საჭირო რესურსების მობილიზება;
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის კონტროლი, ანალიზი და გაზომვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება

სასურველია - კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება

უცხოური ენების ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

MS Office (Power Point, Word,  Excel - ძალიან კარგი)

კომპეტენცია და  უნარები:

  • დროის ეფექტური მართვა;
  • ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

დაინტერესების შემთხვევაში: 

თუ გაქვთ  სურვილი დასაქმდეთ კომუნიკაციების კომისიაში და გაქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) (მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების მითითებით).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “მარკეტინგის მენეჯერი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შერჩევის ეტაპებია:  განაცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატს წარმოსადგენი ექნება, ასევე, შემდეგი დოკუმენტები:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები