ივნისი 16, 2022 20:43

დასრულებული: ქოფირაითერი

კომუნიკაციების კომისია არის სატელეკომუნიკაციო სფეროს არქიტექტორი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისია კანონით ასევე, პასუხისმგებელია ქვეყნაში მედიაწიგნიერებს განვითარებაზე.

კომუნიკაციების კომისია ეძებს ქოფირაითერს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, 1 წლიანი შრომითი ურთიერთობისთვის.                                                        

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის/სამუშაო გამოცდილების შესაბამისად

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელი

საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 17 ივნისიდან  1 ივლისის ჩათვლით

თანამშრომლობის მიზანია კომისიის  საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, ძირითადი მესიჯების, პოსტების, განცხადებების, პრესრელიზების მომზადება  კომისიის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიისათვის.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები): 

  • კომისიის ყველა სოციალური პლატფორმისათვის (Facebook; linkedin; twitter; კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდი) პოსტების მომზადება;
  • პრესრელიზების და განცხადებების მომზადება; 
  • კომისიის  ინგლისურენოვანი ვებ-გვერდის მართვა; საჭირო ინფორმაციის, განცხადების და პრესრელიზების თარგმნა და გამოქვეყნება;
  • PR სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ძირითადი მესიჯების იდენტიფიცირება;
  • სტრატეგიით განსაზღვრული ახალი საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა; ტექსტის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი მესიჯებისა და აქცენტების შესაბამისად,  სტატიების მომზადება;
  • კომისიის  ვებ-გვერდისთვის სატელეკომუნიკაციო  სფეროში მომხდარ სიახლეებსა და საინტერესო მოვლენებზე  სტატიების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სარეკლამო ტექსტების, ასევე, კომისიის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლებისთვის ტექსტის მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: ქოფირაითერად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება

სასურველია:

  • მარკეტინგის მიმართულებით ან/და კრეატიულ სააგენტოში   მუშაობის გამოცდილება;
  • ბლოგის წერის გამოცდილება კანდიდატისთვის საინტერესო თემებზე.

უცხოური ენების ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

MS Office (Power Point, Word,  Excel - ძალიან კარგი)

კომპეტენცია და  უნარები:

  • დროის ეფექტური მართვა;
  • ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის  უნარი;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

დაინტერესების შემთხვევაში: 

თუ გაქვთ  სურვილი დასაქმდეთ კომუნიკაციების კომისიაში და გაქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  

გამოაგზავნეთ:

  • თქვენი რეზიუმე (CV) (მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების მითითებით);
  • პორტფოლიო.

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ქოფირაითერი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შერჩევის ეტაპებია:  განაცხადების გადარჩევა, პროფესიული დავალება და გასაუბრება.

დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატს წარმოსადგენი ექნება, ასევე, შემდეგი დოკუმენტები:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები