აგვისტო 20, 2021 14:21

დასრულებული: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, სტაჟიორი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შიდა სამუშაო პროცესების ტრანსფორმაციისა და  ავტომატიზაციის  ფარგლებში  მოკლევადიანი დასაქმებისათვის    ეძებს  ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს (სტაჟიორს)   ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში არასაშტატო შრომითი ურთიერთობებისათვის.  

თუ სწავლობ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და უკვე ფიქრობ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაზე IT ქსელური ინფრასტრუქტურის განხრით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში შენთვის საინტერესო ანაზღაურებადი სტაჟირება გვაქვს.   

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული სამუშაო გუნდი, გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ საინტერესო დავალებებზე და ჩვენს, გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად ჩაერთოთ  IT სამსახურში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში.

სატჟირების დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი/ცნობა;

სამუშაო პერიოდი: 4 თვე 

ყოველთვიური ანაზღაურება - 500 ლარი (დარიცხული)

ჩვენთან სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაგეხმარება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

  • IT სამსახურის მხარდაჭერა არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის და კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში;
  • IT სამსახურის მხარდაჭერა ქსელში წარმოქმნილი ინციდენტების აღრიცხვასა და მოგვარებაში; 
  • ფიზიკური ქსელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება (კაბელის გამზადება/გაყვანა);
  • სერვერულ და ქსელურ მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშროლების დავალებების მიღებაა ე.წ. თიკეტების მეშვეობით და მათ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
  • სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

განათლება განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (განიხილებიან მე-3  და მე-4 კურსის სტუდენტებიც);
უცხო ენა: ინგლისური B1

უპირატესობა მიენიჭებათ IT მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე კანდიდატებს

შერჩევის ეტაპები:     
რეზიუმეების გადარჩევა, ზოგადი უნარების ტესტი, გასაუბრება

*ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით) შერჩევის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად.

მოკლევადიანი დასაქმების პროგრამაში  მონაწილეობის მიღებისთვის დაინტერესებულმა პირმა მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge    უნდა გამოაგზავნოს:

- რეზიუმე (CV);

- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში   
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ  - „ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები