ივლისი 04, 2022 14:11

დასრულებული: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს  კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისია კანონით ასევე, პასუხისმგებელია ქვეყნაში მედიაწიგნიერებს განვითარებაზე. 

კომუნიკაციების კომისია ეძებს  ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში, არასაშტატო შრომითი ურთიერთობებისათვის.                                         

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება  ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელი

საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 4 ივლისიდან 25ივლისის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები): 

  • კომისიაში არსებული პასიური ქსელისა და კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქსელში წარმოქმნილი ინციდენტების  აღრიცხვა და მოგვარება  დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • პერიფერიული მოწყობილობების უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში მათი სერვისზე გაგზავნა;
  • კომისიის შიდა კომპიუტერული  ქსელის ორგანიზება, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურისა და პერიფერიული მოწყობილობების მართვა და უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა IT საქონლის მარაგების შესყიდვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • ფიზიკური ქსელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება (კაბელის გამზადება/გაყვანა, საკომუნიკაციო პანელზე ინსტალაცია, პორტების მენეჯმენტი, კაბელ-მენეჯმენტი);
  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონიტორინგის, შერჩევის, შეკეთების, განახლების და შესყიდვის სამუშაოთა ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ IT პრობლემებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

სასურველია:

  • Exchange Online სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • IP კამერებთან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირება.

პროფესიული ცოდნა:

  • ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
  • კომპიუტერის Hardware ნაწილის ცოდნა;
  • ფიზიკური ქსელის გაყვანის, მონტაჟის, კაბელ-მენეჯმენტის ცოდნა;
  • CompTIA  A+ დონის ცოდნა.

კომპიუტერული სისტემების ცოდნაMicrsoft Windows, Domain Controller/Active Directory საბაზისო ცოდნა, Office 365

კომპეტენცია და  უნარები:

  • დროის ეფექტური მართვა;
  • ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის  უნარი;
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

დაინტერესების შემთხვევაში: 

თუ გაქვთ  სურვილი დასაქმდეთ კომუნიკაციების კომისიაში და გაქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) (მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების მითითებით);

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შერჩევის ეტაპებია:  განაცხადების გადარჩევა, პროფესიული დავალება და გასაუბრება.

დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატს წარმოსადგენი ექნება, ასევე, შემდეგი დოკუმენტები:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები