დასრულებული: ადმინისტრაციის უფროსი
კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით შექმნილია ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, ადმინისტრაცია შედგება 3 ქვესტრუქტურული ერთეულისაგან: საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფი, შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფი და საქმისწარმოების და საორგანიზაციო ჯგუფი. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კომუნიკაციების კომისიის საორგანიზაციო მხარდაჭერას, ფინანსურ და საბიუჯეტო კონტროლს, ორგანიზაციის ქონების და შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://comcom.ge/ge/
თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა - 7500 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს
კატეგორია - მენეჯმენტი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადა: 2024 წლის 1 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და განცხორციელების უზრუნველყოფა;
- კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფა;
- საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმართვის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- კომისიის საკანცელარიო, საოქმო და საარქივო საქმისწარმოების წარმართვა და მონიტორინგი;
- კომისიის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
- კომისიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;
- კომისიის არქივში დაცული კომერციული და პერსონალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზის დაცვის ორგანიზება და კონტროლი;
- კომისიის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
- კომისიის ზეპირი, მოსამზადებელი და არსებითი სხდომების (მათ შორის, ონლაინ პლატფორმების საშუალებით) წარმართვა და რეგლამენტის დაცვა;
- კომისიის საკუთრებაში არსებული ქონების (მოძრავი და უძრავი), მატერიალური ფასეულობების, ტექნიკური აღჭურვილობებისა და ინვენტარის მართვის მონიტორინგი;
- კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებისა და შესყიდვების განხორციელების კონტროლი;
- უსაფრთხოების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელების მონიტორინგი;
- დეპარტამენტის საოპერაციო საჭიროებიდან გამომდინარე, შესასყიდი საქონლის ან მომსახურების პარამეტრებისა და სპეციფიკაციების განსაზღვრა;
- კომისიის საოფისე ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინირება დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად;
- შესაბამისი სტრუტურული ერთეულის შიდა საპროცედურო ინსტრუქციების ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება და თანამშრომლებისთვის გაცნობა;
- დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, ოპტიმიზაცია და თანამშრომლების მიერ პროცედურების აღსრულების მონიტორინგი;
- დაქვემდებარებულთა საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი, შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
- კომისიის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად, პროექტების ინიცირება ან/და კომისიაში მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან სხვა მომიჯნავე დარგში
პროფესიული ცოდნა:
- ბიუჯეტირების და ფინანსური ანალიზის პრინციპები;
- ბიზნესის მართვის და კონსულტირების პრინციპები;
- შესყიდვების განხორციელების პრინციპები და პროცედურები;
- ადმინისტრაციული და საკანცელარიო პროცედურები.
სამუშაო გამოცდილება:
აუცილებელია:
- სულ მცირე 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციული ან/და საოპერაციო პროცესების, ფინანსური დაგეგმვის, ანალიზის ან აუდიტის მიმართულებით;
- საჯარო სამსახურში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება.
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის, გუნდის ხელმძღვანელობის სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
- პროექტების მენეჯმენტში კვალიფიკაცია;
- ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის კუთხით სამუშაო გამოცდილება.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“
- საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“
- კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება
უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) - B2
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (MS Word, MS Excel, MS Power Point ) - ძალიან კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- კრიტიკული და ანალიტიკური უნარები.
განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსის ეტაპები:
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:
- განაცხადების გადარჩევა,
- გასაუბრება,
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს გასაუბრებას. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
გასაუბრება - ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: ანა მახარაშვილი, ტელ: 995322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე,
მოთხოვნლი წესის შესაბამისად