მაისი 30, 2022 16:54

დასრულებული: აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტს ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია აუდიო ვიზუალური მედია მომსახურეობების დეპარტამენტი, რომელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების საქმიანობის რეგულირება და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის გაწევა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.comcom.ge

თანამდებობრივი სარგო: 1665-3330 ლარი (დარიცხული);

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2022 წლის 30 მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

ა) მაუწყებლების და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა მიერ  წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლა,  შემოწმების ორგანიზება კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;

ბ) ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადეების მონიტორინგი კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით და სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ აუდიოვიზუალურ მედია პროდუქტებზე წარმოდგენილი ხელშეკრულებების გასულ კონტენტთან შედარება;

გ) ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვა ავტორიზებული/ლიცენზირებული პირებისაგან, აუდიოვიზუალური მედია პროდუქტების მწარმოებლებისაგან და/ან მათ ეთერში განთავსებაზე ნებართვის გამცემი პირებისაგან;

დ) ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი სტანდარტების დაცვის თაობაზე ინფორმაციისა და ანგარიშების წარმოდგენის კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება; მაუწყებლებთან ურთიერთობა, მათი გაფრთხილება, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ე)  წერილების დაარქივება თემატიკის მიხედვით, შესაბამისი წესით;

ვ) ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ნორმათა დაცვაზე მონიტორინგის გაწევა;

ზ) ავტორიზებული მაუწყებლისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ყოველწლიური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის გაწევა;

თ) მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვაზე გეგმიური და რეაქციული მონიტორინგის გაწევა წელიწადში ორჯერ, ანგარიშის მომზადება საბოლოო ანგარიშისთვის;

ი) კომისიის სტატისტიკური ფორმებით შემოსული ინფორმაციის დამუშავების პროცესში მხარდაჭერა;

კ) კონსულტაციების გაწევა ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელებისათვის, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისათვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესახებ;

ლ) უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება  კომპეტენციის ფარგლებში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მინიმალური განათლება:  ბაკალავრის ხარისხი სამართალში ან ჟურნალისტიკაში/მასობრივ კომუნიკაციაში

სამუშაო გამოცდილება:  მუშაობის სულ მცირე  1 წლიანი გამოცდილება. 

სასურველია

მაგისტრის ხარისხი სამართალში

სამუშაო გამოცდილება მედიასამართლის ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის და მედიამონიტორინგის მიმართულებით;

საკონკურსო თემატიკა:

უცხოური ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა -  B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). (ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში)

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი მოიცავს  ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას.

ზეპირი დავალება და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

მესამე ეტაპი - შედეგების გამოცხადება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: სოფიო კაციტაძე, ტელ: +995322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნლი წესის შესაბამისად.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები