დეკემბერი 25, 2018 16:06

დასრულებული: მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  პოზიციაზე                   

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც კომისიას, მედია წიგნიერების მიმართულებით დაეკისრა ახალი ფუნქციების შესრულება. აღნიშნული მიზნით, კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;  ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია იხ: www.gncc.ge

თანამდებობრივი სარგო:      4995  (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსს

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

კატეგორია:  იურიდიული

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადები:       2018 წლის 25 დეკემბერიდან 8 იანვარის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხებზე ევრო დირექტივების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების პრაქტიკის შესწავლა, საუკეთესო პრაქტიკის  ანალიზი;
  • არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • მედია წიგნიერების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ მარეგულირებლებთან, ექსპერტებთან  და შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობა;
  • არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (ასევე კანონპროექტების) ანალიზი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენის საკითხებთან დაკავშირებით;
  • მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის  შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მედია სამართლისა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხებზე  კონსულტირება, ამ მიმართულებით დოკუმენტების ექსპერტული შეფასება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან  თანამშრომლობა მედია წიგნიერების განვითარების, ასევე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით;
  • სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, სემინარების ორგანიზება „ყალბი“ მედია პროპაგანდისგან დაცვის და მედია კრიტიკის მიმართულებით;
  •  „მედია აკადემიასთან“ და სხვა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მედიის განვითარების ხელშეწყობის, კვლევებისა და მედია კრიტიკის განვითარების  მიმართულებით;
  • დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის  ხარისხი; მაგისტრის  ხარისხი სამართალში;   

მუშაობის გამოცდილება: 5 წელი

სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით/ საერთაშორისო პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

სასურველია:

  • სამუშაო გამოცდილება ან განათლება მედია სამართლის მიმართულებით; 
  • სამეცნიერო ან  ანალიტიკური პუბლიკაციები მედია წიგნიერების მიმართულებით.

შენიშვნა:  გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება და ა.შ. წარმატებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის მაღალი კომპეტენცია.

საკონკურსო თემატიკა:  

უცხოური ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) -   C1

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (MS Word,  MS Excel,  MS Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

 

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში: ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში.

 კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • წერითი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.  

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად, წერითი დავალება და გასაუბრება.

I - წერითი დავალება - შეფასება ინგლისურ ენაში - წერითი დავალების დროს შეფასდება აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონე.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შეფასების მეორე, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წერით დავალებაში მიიღებენ წერითი დავალების მაქსიმალური ქულის არანაკლებ 80%-ს.

საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი შესაბამისი დონის TOEFL-ის, IELTS-ის,  Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატის ვალიდური ცნობის წარდგენის   შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისურის ენის შეფასების ეტაპიდან.  ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე შესაძლოა გათავისუფლდეს კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს  უმაღლესი აკადემიური ხარისხი  (ბაკალავრი ან მაგისტრი).

ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასებისას,  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

II - გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან ტარდება კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა. 

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

 

საკონტაქტო პირი:  ქეთევან დოლიძე  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@gncc.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები, მოთხოვნილი წესის შესაბამისად, შემდეგ ბმულზემედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები