წვდომის მენიუ

ივლისი 13, 2020 16:48

დასრულებული: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

კომუნიკაციების კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც  უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  კონკურენციის წინასწარი რეგულირებას,  ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას,  გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას; ასევე, საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის რეგულირებას და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.comcom.ge

თანამდებობრივი სარგო:    4165-დან 5827-მდე (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის წინაშე

კატეგორია -  ფინანსები

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2020 წლის 13 ივლისიდან  20 აგვისტოს  ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრა და წინადადებებისა და პროექტების წარდგენა კომისიისათვის;
  • ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე  კონკურენციის კვლევისა ჩატარება და ანალიზი;  
  • კონკურენციის პერიოდული კვლევისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით  მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დასაკისრებელი სპეციფიკური ვალდებულებების შეცვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადების მომზადება;
  • ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის შერწყმის, წილისა და აქტივების შეძენა-გასხვისების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;
  • მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ შემუშავებული ოფერტების შესწავლა, გადაწყვეტილებებთან და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
  • კომისიისადმი კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის, ოპერატორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
  • სტატისტიკური ფორმების მეშვეობით ავტორიზებული პირების მიერ  რეგულირებასთან დაკავშირებული   ყოველთვიურად და ყოველკვარტლურად წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა, ანალიზი და საჭიროების შემთხვეაში  შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების მ მიერ წარმოდგენილი აუდირებული ანგარიშგებების ანალიზი, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასება;  შესაბამისი რეპორტინგი დეპარტამენტის უფროსთან და კომისიასთან; დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების განსაზღვრა და ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა;
  • კონკურენციის შესაძლო დარღვევის, რისკების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • დეპარტემენტის საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამის სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა და ანგარიშგება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:    მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. 

პროფესიული კვალიფიკაცია: აუცილებელია ACCA-ს ( სულ მცირე მეორე დონე), CPA-ს, CMA-ს ან CIMA-ს დამადასტურებელი სერტიფიკატი;

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის და ტარიფების მიმართულებით;

სასურველია:

  • ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით ავტორიზებულ კომპანიაში ფინანსების/ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის ან აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, რისკების მართვის  ან  ინვესტიციების შეფასების მიმართულებით;

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“,
  • საქართველოს  კანონი  კონკურენციის შესახებ;

ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა -  B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office MS Office (Word, Power Point) -  კარგი; MS  Excel – ძალიან კარგი;

კომპეტენცია და  უნარები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ეკონომიკური დამოკიდებულებების ანალიზისას, შესწავლისას და ამოცანების გადაწყვეტისას რაოდენობრივი, მათემატიკური და სტატისტიკური, მეთოდების გამოყენების უნარი.

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
  • ACCA-ს ( სულ მცირე მეორე დონე), CPA-ს, CMA-ს ან CIMA-ს პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ( ატვირთეთ ტრენინგების, სემინარების და სასწავლო პროგრამების ველში);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

  1. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
  2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის ცოდნის და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

კომუნიკაციების კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; კომუნიკაციების კომისია; 

საკონტაქტო პირი: მარიამ პოპიაშვილი, ტელ: +995596107338; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნლი წესის შესაბამისად:

სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები