ოქტომბერი 22, 2018 12:43

დასრულებული: ვაკანსია მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც კომისიას, მედია წიგნიერების მიმართულებით დაეკისრა ახალი ფუნქციების შესრულება. აღნიშნული მიზნით, კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;  ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია იხ: www.gncc.ge 

თანამდებობრივი სარგო:  6660  (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს 

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

კატეგორია:  კვლევა და ანალიზი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადები: 2018 წლის 22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით.

 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა) მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის  შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ამ მიზნით,  მედია აკადემიასთან თანამშრომლობა;

ბ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა, კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება;

გ) საგანმანთლებლო პროექტების განხორციელება საზოგადოებაში წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების შესახებ  ცნობიერების ამაღლების კუთხით   განათლების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და სკოლის  შემდეგომ);

დ) საგანამანათლებლო დაწესებულებებთან და მათ ბენეფიციარებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორიელების უზრუნველყოფა;

ე) მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, ასევე  მათ მშობლებთან, მასწავლებლებთან და შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან  მედია  და ციფრული წიგნიერების განვითარების უნარების გაუმჯობესებისათვის სტრატეგიის შემუშავება და  სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართვა; 

ვ)  სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საზოგადოებაში  მედია წიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის.

ზ) მედია წიგნიერების ხელშეწყობისათვის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;  საერთო პროექტების განხორციელება;

თ) მედიაწიგნიერების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების  შეფასების მიზნით კვლევების დაგეგმვა და შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელება;

ი)  ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი მასალის მომზადება და მისი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ)  არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის უზურნველყოფა; შესაბამისი საკანონდმებლო და სარეგულაციო ინსტრუმეტების შექმნაში მონაწილეობა;

ლ) არასრულწლოვნების მავნე ზეგავლინეისაგან დაცვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ)  არასრულწლოვნების მავნე ზეგავლინეისაგან დაცვის მიზნით, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;

ნ)   დეპარატმენტის საოპერაციო, ყოველდღიური   საქმიანობის ზედამხედველობა;

ო) უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება  კომპეტენციის ფარგლებში. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის  ხარისხი

მაგისტრის  ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია ან სოციოლოგია), განათლების მეცნიერებებში ან სამართალში.

მუშაობის გამოცდილება: 5 წელი

სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება საკომუნიკაციო პოლიტიკის ან კვლევების დაგეგმვა/განხორციელების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; აქედან სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

სასურველია: სამუშაო გამოცდილება განათლების მიმართულებით. სასურველია, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების კუთხით. 

 

საკონკურსო თემატიკა:  

  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (მედიაწიგნიერიების ნაწილი);
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა - სტრატეგია https://bit.ly/2CVtL15;
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა http://www.gncc.ge/ge/legal-acts/solutions/2018-331-21.page .

უცხოური ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) -   B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (MS Word,  MS Excel,  MS Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

 

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში იხ: http://gncc.ge/uploads/other/3/3251.docx

 

 კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

  1. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
  2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

 

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  •  განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება;
  • გასაუბრება.

 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა:

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 

მეორე ეტაპი -  ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება. 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ზეპირი დავალების (აღნიშნულ) ეტაპზე, რეიტინგულ სიაში საუკეთესო ქულების მქონე  30%  გადავა   შეფასების შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე. 

მესამე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან - კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად: 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:  ქეთევან დოლიძე  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@gncc.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნილი წესის შესაბამისად 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/52406?active=1

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები