ნოემბერი 13, 2018 16:22

დასრულებული: ვაკანსია რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კომისიაში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია და რადიომონიტორინგის განხორციელება რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიით, ნებართვით ან მინიჭებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაზე. დამატებითი ინფორმაცია იხ: http://gncc.ge

რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტი შედგება რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმვის და რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ჯგუფებისგან.

თანამდებობრივი სარგო: 6660 დან 8325 მდე  (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

კატეგორია:  ტელეკომუნიკაციები

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

საბუთების მიღების ვადები: 2018 წლის 13 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

ა)  რადიოსიხშირული        სპექტრის      მართვის        სტრატეგიის შემუშავების პროცესში  შესაბამისი პერსპექტიული მიმართულებების და პრიორიტეტების განსაზღვრა;

ბ)   რადიოსიხშირული   სპექტრის   განაწილების   ეროვნული    გეგმის   შემუშავება;

გ) ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისათვის

რადიოსიხშირული სპექტრის მართვის ოპტიმალური მეთოდების შემუშავება;

დ) რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია;

ე) რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ზედამხედველობა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) რადისიხშირეთა მონიტორინგი; რადიომონიტორინგის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა, რადიომონიტორინგისა და პელენგაციის სადგურების გამართული მუშაობის მართვა;

ზ) სასაზღვრო რადიომონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის მიზნით;

ვ) საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;  

თ) დეპარტამენტის საქმიანობის  კოორდინირება, დეპარტამენტისათვის თანამშრომელთა სამუშაოს დაგეგმვა კომისიაში დანერგილი პროცედურული წესის შესაბამისად.   

ი) კომისიის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

კ)  დეპარტამენტის საოპერაციო საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზების უზრუნველყოფა;

ლ)  დაქვემდებარებულთა საქმიანობისა და შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება, მოტივირება და პროფესიულ ზრდის ხელშეწყობა;

მ)  კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

 

საკონკურსო მოთხოვნები

განათლება:  მაგისტრის  ხარისხი ელექტრონული კომუნიკაციის, ტელეკომუნიკაციის, კავშირგაბმულობის, რადიოფიზიკის ან რადიოტექკნისა და ელექტროტექნიკის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება  სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებში/საწარმოებში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში, სატელეკომუნიკაციო აპარატურისა და სისტემების მწარმოებელ კომპანიებში  ტელეკომუნიკაციის, რადიოტექნიკის ან რადიოფიზიკის მიმართულებით; აქედან სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ჯგუფის, დეპარტამენტის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

საკონკურსო თემატიკა:

  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში        რადიოსიხშირული     სპექტრის რეგულირების         სამართლებრივი  ასპექტების ცოდნა;
  • კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში (2017 წლის ანგარიში); http://gncc.ge/uploads/other/3/3117.pdf
  • რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის პროექტი და განმარტებითი ბარათი - https://www.gncc.ge/ge/news/consultation-documents-and-presentations/radiosixshiruli-speqtris-ganawilebis-erovnuli-gegmis-proeqti-da-ganmartebit-barati.page

ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა - B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word Excel, Power Point) - კარგი;
  • სასურველია შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფებისა და აპლიკაციების ცოდნა: MapInfo, GoogleEarth, Microsoft SQL.

 კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში- ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; განაცხადის ნიმუში:   http://gncc.ge/uploads/other/3/3251.docx

 

 კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

  1. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
  2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

 

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

 

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება ორ (2) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება.

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად:  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.  აპლიკანტი, რომელსაც არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ან არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია, არ დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

მეორე ეტაპი -  ზეპირი დავალება და გასაუბრება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება და გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:   ქეთევან დოლიძე  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@gncc.ge

 

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნლი წესის შესაბამისად

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/52774?active=1

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები