სექტემბერი 15, 2023 12:06

დასრულებული: კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც  უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  კონკურენციის წინასწარ და შემდგომ რეგულირებას, სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების და ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის  ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას,  გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, მომსახურების შესაბამის სეგმენტებზე არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების უზრუნველყოფას; ასევე, ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეფასებას და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრას; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: comcom.ge

თანამდებობრივი სარგო:  3330 ლარიდან - 5827.5 ლარამდე (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი

კატეგორია -  ფინანსები

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2023 წლის 14  სექტემბრიდან  16 ოქტომბრის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

1. ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის შერწყმის, წილისა და აქტივების შეძენა/გასხვისებაზე კომისიის წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხების განხილვის უზრუნველყოფა, შემდგომი მონიტორინგი, გავლენის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ბაზასა და ანალიტიკურ პორტალზე წარმოდგენილი ინფორმაციის რელევანტურობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა.

  • ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და მონაცემების შინაარსობრივი რელევანტურობისა და სიზუსტის შემოწმება და საჭიროებისამებრ, დაზუსტებული/კორექტირებული ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნა; ავტორიზებული პირების მიერ დაზუსტებული ინფორმაციისა და მონაცემების წარმოდგენაზე კონტროლის გაწევა;
  • ბაზის და პორტალის ფუნქციონალური განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება და დანერგვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობა ოპერატორებთან.
  • სტატისტიკური ფორმებში თავმოყრილი ინფორმაციის საფუძველზე მოთხოვნის შესაბამისად დამუშავებული ინფორმაციის მომზადება სხვადასხვა პროექტებისა (მათ შორის შესაბამისი ბაზრის წინასწარი და შემდგომი რეგულირების ფარგლებში კვლევისა და ანალიზის ჩატარების) თუ სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნის შესაბამისად.

3. კომპანიების მიერ მათზე კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების (მოწვევის წინადადებების(ე.წ. მოწვევის ოფერტების) წარმოდგენის ვალდებულება, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება) მონიტორინგი და კონტროლი - გადამოწმება ვალდებულებასთან შესაბამისობის კუთხით(კომისიის გადაწყვეტილებებთან, საკანონმდებლო ნორმებთან, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილ ინფორმაციას შესაბამისობის დადგენა), წარმოუდგენლობის იდენტიფიცირება და რეაგირება. საჭიროებისამებრ წარმოდგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების გრანულარულობის უნიფიცირებისა და სხვა გაუმჯობესების  უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა და ამ მიზნით ოპერატორებთან სამუშაოების ჩატარება.

5. დეპარტემენტის საქმიანობიდან გამომდინარე კომისიის სხვადასხვა (მათ შორის შესაბამისი ბაზრის წინასწარი და შემდგომი რეგულირების კვლევისა და ანალიზის) ფუნქციურ დავალებებში/პროექტებში ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მართვა;

6. დავალებების შესაბამისად სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების და პრაქტიკის შესწავლა;

7. კომისიისადმი კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის საჭიროებისამებრ ოპერატორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;

8. კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

აუცილებელია:

  • CFA-ს (სულ მცირე პირველი დონე) ან
  • ACCA კვალიფიკაცია (მეორე დონიდან  F5, F7 და F9) ან
  • CPA-ს კვალიფიკაცია ან
  • CMA ან CIMA კვალიფიკაცია.

შენიშვნა:  მოთხოვნილი პროფესიული კვალიფიკაცია  შესაძლოა დაკომპენსირდეს  სატელეკომუნიკაციო დარგში შესაბამისი მიმართულებით (იხ. აუცილებელ სამუშაო გამოცდილებაში) სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, კორპორაციული ფინანსების, ინვესტიციების მართვის, ბიზნეს საკონსულტაციო ან სატელეკომუნიკაციო პროდუქტების განვითარების და რეპორტინგის მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
  • საქართველოს  კანონი  ,,კონკურენციის შესახებ”.

ენების ცოდნა:  ინგლისური ენა - B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Power Point) - კარგი; MS Excel – ძალიან კარგი;

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
  • ACCA-ს (F5, F7, F9) ან CFA-ს (სულ მცირე პირველი დონე)ან CPA-ს ან CMA-ს ან CIMA-ს პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში).

შენიშვნა: საკონკურსო კომისია დამატებით იმსჯელებს იმ კანდიდატების თაობაზე, რომლებიც არიან აღნიშნული კვალიფიკაციის ან სერტიფიკატების მიღების პროცესში.

  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია დამატებით ეტაპზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: ანა მახარაშვილი, +995 322393617 ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, 
მოთხოვნლი წესის შესაბამისად.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები