მარტი 21, 2024 16:31

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

  • კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
  • ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი
  • კატეგორია: იურიდიული
  • განცხადების ბოლო ვადა: 28.03.2024
  • თანამდებობრივი სარგო: 6050 ლარი
  • ადგილების რაოდენობა: 1
  • სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია:

ა) მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მათზე რეაგირებისთვის ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;

ბ) მომხმარებლებზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატარიფო და სხვა სარეგულაციო ცვლილებების გავლენის შედეგების შეფასება;

გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა სახელით მხარედ გამოსვლა;

დ) მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ კომპანიასთან დავაში ინდივიდუალური მომხმარებლის წარმოდგენა;

ე) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.

მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება - ბაკალავრი
  • პროფესია - იურისტი

დამატებითი მოთხოვნები:

1. საზოგადოებრივი დამცველის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა.
  • საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2.  საზოგადოებრივი დამცველის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

გ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;

ე) კვლევა შესაბამის სფეროში;

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები;

ი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

კ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ლ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; ნ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ო) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ჟ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; რ) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ს) ბავშვის უფლებათა კოდექსი;

ტ) 17 მარტის №3 დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

უ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის №4 დადგენილება „ინტერნეტ- მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“;

ფ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ქ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხებით" გათვალისწინებული, კომუნიკაციების სფეროში არსებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 საქართველოს პარლამენტის სასახლე.

საკონტაქტო ტელეფონები: 0322281668/0322281318; 555333982/577134470.

საკონტაქტო პირი: თამილა შაბაშვილი / ელენე ჭეიშვილი

კონკურსის ეტაპები:

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება

ვაკანსიის სრულად სანახავად და განაცხადის დასაფიქსირებლად გადადით მოცემულ ბმულზე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები