წვდომის მენიუ

მაისი 18, 2022 14:54

დასრულებული: რადიომონიტორინგის ინჟინერი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კანონით განსაზღვრული  ფუნქციების შესრულების მიზნით კომისიაში შექმნილია სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია და რადიომონიტორინგის განხორციელება რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისობაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია კომისიის შესახებ იხ: www.comcom.ge  

სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი შედგება სპექტრის დაგეგმვის, მონიტორინგის და ტექნოლოგიის ჯგუფებისაგან.

თანამდებობრივი სარგო: 832.5-დან 2497.5-მდე ლარი (დარიცხული)

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

შენიშნვნა:  კომისიის თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, კომისიაში დანერგილია შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა  და  სამოტივაციო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ანგარიშვალდებულება: მონიტორინგის ჯგუფის უფროსის წინაშე

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადები: 18 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • სამაუწყებლო (ტელევიზია, რადიო), ფიჭური (GSM, UMTS, LTE, 5G)  და სხვა რადიოსიხშირული ქსელების და სისტემების  რადიო,  ტექნიკური და მომსახურებების ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგის ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე,  მათ შორის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების მიზნით;
  • საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში სამაუწყებლო, ფიქსირებული და მობილური ქსელების რადიო მონიტორინგის ჩატარება,  შესაბამისი  განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით;
  • ხელშემშლელი და რადიო ეთერში წარმოქმნილი პარაზიტული გამოსხივების წყაროების დადგენა;
  • არალიცენზირებული რადიოგადამცემი საშუალებების გამოვლენა;
  • რადიოსიხშირულ სპექტრში ელექტრომაგნიტური ვითარების კვლევა;
  • კომისიის კუთვნილი რადიო მონიტორინგის მოწყობილობების პროფილაქტიკური მომსახურება;
  • ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და დამუშავება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

განათლება:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი  ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის,  ფიზიკის, რადიოფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების/მეცნიერებების  მიმართულებით.   

შესაძლებელია, კონკურსის ფარგლებში განხილულ იქნეს  აღნიშნული ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადებიც.

შენიშვნა:  განათლების მოთხოვნილი ცენზი - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი  ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის, ფიზიკისა ან ინფორმაციული ტექნოლოგიების/მეცნიერებების მიმართულებებით კომპენსირდება  სულ მცირე 2 წლიანი საინჟინრო სამუშაო გამოცდილებით,  მონიტორინგის მიმართულებით მობილური ან სამაუწყებლო  ქსელების რადიომონიტორინგის კუთხით და უმაღლესი განათლებით

ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა - B1 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word Excel, Power Point) - კარგი

დამატებითი მოთხოვნები:

  •  „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა

კომპეტენცია და  უნარები:

  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; 
  • დისციპლინა  და  პასუხისმგებლობის  მაღალი  გრძნობა;
  • ლოგიკური  და  ანალიტიკური  აზროვნება;
  • ქართულ ენაზე  წერილობითი  და  ვერბალური  კომუნიკაციის  უნარი;
  • ინსტრუქციებითა  და  პროცედურებით  ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი  და  გუნდური  მუშაობის  უნარი;
  • პროფესიული  ზრდისკენ  სწრაფვა,  ცოდნის  განახლება.

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების ან სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში
  • იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი გადაწყვეტს წარადგინოს  სამუშაო გამოცდილება საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, გამოცდილება უნდა დაადასტუროს შემდეგი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენით: შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით;

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგ  ეტაპებად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ტესტირება ზოგად უნარებში;
  • გასაუბრება (გასაუბრების ეტაპზე დაბარებულ იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ტესტირების ეტაპი);
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.  

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად: აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით;

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ზოგად უნარებში და გასაუბრება;

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ ტესტის მაქსიმალური ქულის 30%-იან ზღვარს.

გასაუბრება - ტარდება კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასებისას,  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

მესამე ეტაპი - შედეგების გამოცხადება.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:  სოფიო კაციტაძე  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნლი წესის შესაბამისად.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები