აგვისტო 25, 2022 13:01

დასრულებული: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც  უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  კონკურენციის წინასწარ და შემდგომ რეგულირებას, სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების და ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის  ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას,  გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, მომსახურების შესაბამის სეგმენტებზე არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების უზრუნველყოფას; ასევე, ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეფასებას და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრას; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: comcom.ge

თანამდებობრივი სარგო:  3330 ლარიდან - 4995 ლარამდე (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი

კატეგორია: ბიზნესი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2022 წლის 24  აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

1. ავტორიზებული პირების მიერ პერიოდულად (ყოველთვიურად, ყოველკვარტლურად, ყოველწლიურად) წარმოდგენილი ინფორმაციის

  • გადამოწმება/ვალიდაცია - უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატორებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
  • შესწავლა, მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და მახასიათებლების იდენტიფიცირება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება, ასევე, საჭიროებისამებრ მათზე რეაგირების ინიცირება და უზრუნველყოფა.

2. საჭიროებისამებრ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში ცვლილების ინიცირება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
3. პერიოდული ანგარიშების ან/და ანალიტიკური პროდუქტების  მომზადება (წლიური, კვარტალური, თვიური) ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
4. სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის კვლევის და ანალიზის ჩატარებისთვის შესაბამისი (რეგულირებას დაქვემდებარებული) მომსახურების ბაზრების ანალიზისთვის საჭირო მონაცემების გამოთხოვა /თავმოყრა /ვალიდაცია / დამუშავება, ბაზრის ანალიზის პროცესში სხვა კონკრეტული ამოცანების შესრულება.
5. მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების (ოფერტების წარმოდგენა, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენა, სხვ.) მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება; ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევების იდენტიფიცირებისას შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა. 
6. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ მოწოდებული მომსახურების ტექნიკური და კომერციული პირობების (ოფერტების) შესწავლა, კომისიის გადაწყვეტილებებთან და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენა. შედეგად შეუსაბამობის აღმოფხვრის ან მათი გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
7. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების მიერ წარმოდგენილი სპეციფიკური განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგებებით წარმოდგენილი მონაცემების დამუშავება, ვალიდურობის შემოწმება(მათ შორის, კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებასთან და კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამის ელექტრონულ ფორმებში წარმოდგენილ ინფორმაციასთან შედარება), კომპანიების ჭრილში და წლების მიხედვით შედარებადობის უზრუნველყოფა. ამასთან, ამ მიზნით მონაცემების კორექტირებასთან დაკავშირებით ოპერატორებთან სამუშაოების ჩატარება, ასევე, ანგარიშგების ფორმატის, შინაარსის, მონაცემების გრანულარულობის უნიფიცირებისა და სხვა გაუმჯობესების  უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა.  
8. ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის შერწყმის, წილისა და აქტივების შეძენა/გასხვისებაზე კომისიის წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხების განხილვის უზრუნველყოფა, შემდგომი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
9. დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე, ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის   პროექტების მართვა, კომისიის სხვა პროექტებში მონაწილეობა;
10. დავალებების შესაბამისად სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების და ევროპული პრაქტიკის შესწავლა;
11. კომისიისადმი კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის საჭიროებისამებრ ოპერატორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
12. კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

სასურველია კანდიდატი ფლობდეს შემდეგ პროფესიულ კვალიფიკაციას:

ACCA (F1-F9);

CPA, CFA, CMA ან CIMA

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში ფინანსური ანალიზის, აუდიტის, კორპორაციული ფინანსების, ინვესტიციების მართვის, სატელეკომუნიკაციო პროდუქტების განვითარების, რეპორტინგის ან ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით;

სასურველია:

  • საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, რისკების მართვის ან ინვესტიციების შეფასების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მარეგულირებელ ან საზედამხედველო ფუნქციის მქონე ადმინისტრაციულ ორგანოში ფინანსური დაგეგმვის, ანალიზის ან აუდიტის მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
  • საქართველოს  კანონი  ,,კონკურენციის შესახებ”.

ენების ცოდნა:  ინგლისური ენა - B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Power Point) - კარგი; MS Excel – ძალიან კარგი;

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ACCA-ს, CFA-ს CPA-ს ან CMA-ს ან CIMA-ს პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობის შემთხვევაში ატვირთეთ ტრენინგების, სემინარების და სასწავლო პროგრამების ველში;

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: მარიამ სუხაშვილი, ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, 
მოთხოვნლი წესის შესაბამისად

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები