ოქტომბერი 07, 2022 11:56

დასრულებული: სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსი

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კანონით განსაზღვრული  ფუნქციების შესრულების მიზნით კომისიაში შექმნილია სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია და რადიომონიტორინგის განხორციელება რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისობაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი შედგება 3 ჯგუფისაგან: დაგეგმვის, მონიტორინგისა და ტექნოლოგიის ჯგუფი. დაგეგმვის ჯგუფის უფროსის თანამდებობის მიზანია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების და გამოყენების გეგმის შემუშავება როგორც არსებული ასევე პერსპექტიული სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო მომსახურებების საჭიროებიდან გამომდინარე;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ტექნიკური პირობების განსაზღვრა და მართვა;

გ) რადიოსიხშირული სპექტრის საერთაშორისო კოორდინაცია;

დ) სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის ხელმძღვანელობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: comcom.ge

თანამდებობრივი სარგო:    4995-დან 6660-მდე ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსის წინაშე

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2022 წლის 6 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

ა) რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების გლობალური და რეგიონალური ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების, ასევე საქართველოში ამჟამად არსებული და პერსპექტიული მომსახურებებსა და ტექნოლოგიებისთვის სპექტრის საჭიროების  შესწავლა;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების და გამოყენების მართვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით;

გ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ განახლების უზრუნველყოფა;

დ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის“ გათვალისწინებით სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვის და ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით სიხშირეთა გაცემის წესის და  მათი გამოყენების ტექნიკური პირობების შემუშავება, მათ შორის, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის ზონალური დაგეგმარების დახვეწა;

ე) რადიოკავშირის ფიქსირებული სერვისებისთვის სიხშირეთა დაგეგმვა, შერჩევა და გამოყენების ტექნიკური პირობების ჩამოყალიბება;

ვ) სატელევიზო და რადიო მაუწყებლობის, სატელეკომუნიკაციო, მათ შორის,  რადიოსარელეო ხაზების, რადიოკავშირების, მობილური ქსელების და სხვა ტექნოლოგიების მიმღებ-გადამცემი სადგურების დაგეგმარება, დაფარვის ზონების მოდელირება და ანალიზი, მათ შორის, სპექტრის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;

ზ) ლიცენზიით, ნებართვით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წესების საფუძველზე სიხშირული რესურსის გაცემის, ან გაცემის პირობების მოდიფიცირების მიზნით ტექნიკური დასკვნების და სიხშირული რესურსის გამოყენების ტექნიკური პირობების მომზადება;

თ) ITU-ს რადიო სპექტრის განაწილების და მართვის წესების შესაბამისად სპექტრის საერთაშორისო კოორდინირება და სიხშირეთა საერთაშორისო რეესტრში ასახვის უზრუნველყოფა;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მეზობელ და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშორისო კოორდინაციის წარმართვა;

კ) ITU, CEPT და საჭიროები შესაბამისად სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომისიის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ლ) კომისიის რადიოსიხშირული რესურსების აღრიცხვისა და განაწილების  სისტემის მართვა;

მ) საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების წარმართვა და თანამშრომლობა სპექტრის ეფექტური გამოყენების მიზნით;

ნ) კომისიის აპარატის, კომისიის წევრების კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების და მართვის საკითხებში;

ო) კომისიის დებულებით და საქმიანობის მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებული „სპექტრის დაგეგმვის ჯგუფის“ სხვა ფუნქციების უზრუნველყოფა;

პ) დაქვემდებარებული თანამშრომლობის საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება, უკუკავშირის მიწოდება. თანამშრომლების პროფესიული განვითარების დაგეგმვა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების, რადიოტექნიკის, რადიოელექტრონიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების,  ავიაციის ინჟინერიის ან ფიზიკის მიმართულებით.

სასურველია მაგისტრის ხარისხი ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთში.

პროფესიული კვალიფიკაცია:

  • სიგნალების გავრცელების თეორიის საკმარისი ცოდნა დასახული ამოცანების საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • თანამედროვე სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო  ტექნოლოგიების შესაძლებლობების ცოდნა და საქართველოში მათი გამოყენების პერსპექტივების ხედვა.

სამუშაო გამოცდილება:

1. სულ მცირე 7 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება მაუწყებლობის ან ტელეკომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში;

2. სულ მცირე 5 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება ქვემოთ ჩამოთვლი მიმართულებებიდან  ერთ-ერთში ან ჯამურად:

  • სახელმწიფო ან კომერციული ორგანიზაციაში რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების და/ან  მართვის მიმართულებით;
  • სამაუწყებლო ან სატელეკომუნიკაციო მათ შორის მობილურ კავშირგაბმულობის კომპანიაში რადიოგადამცემი სისტემების რადიო დაგეგმარების მიმართულებით;
  • რადიო მაუწყებლობის ან რადიო სატელეკომუნიკაციო სისტემების მწარმოებელ,  დამნერგავ ან საკონსულტაციო კომპანიაში რადიოგადამცემი სისტემების დაგეგმარების ან მომსახურების მიმართულებით;
  • სამეცნიერო კვლევითი გამოცდილება რადიო ფიზიკის, ელექტროდინამიკის, რადიოტალღების გავრცელებას ან ინფორმაციის თეორიის  მიმართულებით საერთაშორისო ციტირების მქონე პუბლიკაციებით.

3. სტრუქტურული ერთეულის, გუნდის ან/და პროექტების ხელმძვანელობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

სასურველი სამუშაო გამოცდილება:

  • ITU-R, CEPT  ან სპექტრის საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მუშა ჯგუფებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • სამაუწყებლო და მობილური ქსელების რადიო მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის გამოცილება ;
  • მავნე ინტერფერენციის შემთხვეების მიზეზების გამოვლენის და აღმოფხვრის გამოცილდება;
  • რადიო მოყვარულის, მათ შორის სამოყვარულო რადიო გადამცემების აგების გამოცდილება;
  • რადიო ქსელის დაგეგმვის და მოდელირების პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება;
  • რადიო გადამცემების მონტაჟის და ექსპლუატაციაში გაშვების გამოცდილება;
  • რადიოსიხშირული სპექტრის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის გამოცდილება;
  • წარმატებული პროექტების მენეჯმენტის გამოცილდება;
  • პრეზენტაციების (მათ შორის, PPT-ში) მომზადების და ჩატარების გამოცდილება ორგანიზაციის მენეჯმენტისთვის ან კლიენტებისთვის;
  • პედაგოგიური ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
  • საერთაშორისო კომერციული, არასამთავრობო ან აკადემიური დაწესებულებებში პროფესიული საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა -  B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 

  • MS Office (Word Excel, Power Point) - კარგი;

კომპეტენცია და  უნარები:

  • მიღებული დავალებების, ამოცანების გადაწყვეტის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვა და მართვა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გამართული წერილობითი ანგარიშის შედგენის უნარი.

განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: სოფიო კაციტაძე, ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად და განაცხადის შესავსებად გადახვიდეთ ბმულზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები