თებერვალი 14, 2024 21:41

დასრულებული: სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კანონით განსაზღვრული  ფუნქციების შესრულების მიზნით კომისიაში შექმნილია სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია და რადიომონიტორინგის განხორციელება რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისობაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი შედგება 3 ჯგუფისაგან: დაგეგმვის, მონიტორინგისა და ტექნოლოგიის ჯგუფი. ტექნოლოგიის ჯგუფის ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტის თანამდებობის მიზანია:

ა) რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მობილური და ფიქსირებული  სატელეკომუნიკაციო ქსელების აგებულების, გამოყენებული რესურსების და მიწოდებული მომსახურებების ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი კონკურენციის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) სატელეკომუნიკაციო ქსელების, პასიური ინფრასტრუქტურის და სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მომცველი მონაცემთა გეოსაინფორმაციო ბაზების შემუშავება, განვითარება და ექსპლუატაცია;

გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ქსელების მდგრადობის და უსაფრთხოების  მიმართულებით რეკომენდაციების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ)  პერსპექტიული ტექნოლოგიების და მომსახურებების მუდმივი შესწავლა და კონსულტაციების გაწევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების და ქსელებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://comcom.ge/ge/

თანამდებობრივი სარგო:    4995-დან - 6660-მდე ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსის წინაშე

კატეგორია:  ტელეკომუნიკაციები

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2024 წლის 14 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

ა) მობილურ და ფიქსირებულ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე  დაშვებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების ტექნოლოგიური საკითხების ანალიზი, განმარტებების და რეკომენდაციების მომზადება ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების და ახალი მომსახურეობების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით    (რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა);

ბ) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, რესურსების და მომსახურებების ხელმისაწვდომობის ხარისხის ამსახველი გეოსაინფორმაციო და სხვა მონაცემთა ბაზების, როგორიცაა „ციფრულ რუკა“ და „ინფრასტრუქტურის გაზიარების პორტალი“, შემუშავებასა და განვითარებაზე მუშაობა, მათ შორის ბაზების მონაცემების შენახვის სტრუქტურის, წარმოდგენის ფორმატის და ფუნქციონალური შესაძლებლობების დახვეწის მიზნით;

გ) ბაზების მონაცემთა სისტემატური განახლების უზრუნველყოფა; ბაზების შევსებისთვის შეგროვებული ინფორმაციის კონტროლი, ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილზე მონიტორინგის ჩატარება;

დ) მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო  ქსელების და მომსახურებების მახასიათებლების ანალიზი და ჩასატარებელი ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურებების  და უსაფრთხოებასა და  მდგრადობის მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და სისტემების მდგრადობის და მომსახურებების ხარისხის მონიტორინგის და კონტროლის მიზნით ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის განმახორციელებელი სისტემების მიმართ მოთხოვნების შემუშავებაში, მათ დანერგვასა და მომსახურებაში მონაწილოებაში მიღება;

ზ) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, სამომხმარებლო მოწყობილობების  და მათთან დაშვების/წვდომის ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების სფეროში შემავალი სატელეკომუნიკაციო ქსელების ან სისტემების  ტექნოლოგიური, ხარისხობრივი ან უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;

ი) საქართველოში ტექნოლოგიური სიახლეების, მათ შორის MVNO,  5G და მომავალი თაობის ქსელებისა და მომსახურეობების განვითარების მიზნით, დოკუმენტების, პროექტების, პრეზენტაციის მომზადება, კომისიის აპარატისა და წევრებისთვის წარდგენა;

კ) დასახული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა,  ანალიზი  და მის საფუძველზე დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება;  საქართვლოს სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმართვა, მათ შორის მუშა ჯგუფებში მონაწილეობით. კომისიის საქმიანობისთვის   სასარგებლო ინფორმაციის მოპოვების და საჭიროების შემთხვევაში გაზიარების უზრუნველყოფა;

ლ) მონაცემების პერიოდული ანალიზი კანონზომიერებების და განვითარების ტენდენციების გამოვლენის მიზნით;

მ) ჯგუფის უფროსისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება;

ნ) შესრულებული სამუშაოს ანგარიში (წლიური, კვარტალური, ყოველთვიური (მოთხოვნის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

განათლება:  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფიზიკის  მიმართულებით.

პროფესიული კვალიფიკაცია:

აუცილებელია:

სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის, მობილური და ფიქსირებული  ქსელების და  აქტიური ქსელური ტექნოლოგიების და კომპონენტების ცოდნა ( ფიზიკური, ქსელური, ტრანსპორტის და მომსახურების დონეები):

  • IP და TDM ქსელების ტექნოლოგიების ცოდნა, როგორც დაშვების ტექნოლოგიების (access), ასევე სატრანსპორტო, ქსელის (Core)  ბირთვის და სასაზღვრო (Border) ტექნოლოგიების ცოდნა;
  • პასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების, მათ შორის ოპტიკური ინფრასტრუქტურის ელემენტების და მის აგებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა;
  • მომსახურებების მიწოდებისას გამოყენებული ტექნოლოგიების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაში, რეგიონალური მონაცემთა გადაცემის ქსელის მოცვის მქონე ორგანიზაციაში ან სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიმწოდებელ კომპანიებში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მონაცემთა გადაცემის ქსელების დაგეგმვის, ექსპლუატაციაში გაშვების, ან მართვასა და მომსახურების მიმართულებით.

შენიშვნა:  მოთხოვნილი აკადემიური კვალიფიკაცია  შესაძლოა დაკომპენსირდეს შესაბამისი მიმართულებით (იხ. აუცილებელ სამუშაო გამოცდილებაში) სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით და უმაღლესი განათლებით.

სასურველი სამუშაო გამოცდილება:

  • პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება;
  • IT მენეჯმენტის ან IT უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • გეოინფორმაციულ (GIS) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური და ტექნიკური დოკუმენტების შექმნის გამოცდილება;
  • პრეზენტაციების (მათ შორის პაუერპოინტში) მომზადების და ჩატარების გამოცდილება ორგანიზაციის მენეჯმენტისთვის ან კლიენტებისთვის;
  • პედაგოგიური ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ (იხ.ბმული);
  • საქართველოს  კანონი  „მაუწყებლობის შესახებ“ (იხ.ბმული);
  • საქართველოს  კანონი  „კონკურენციის შესახებ“ (იხ.ბმული);
  • საქართველოს  კანონი  ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ (იხ.ბმული);
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილება საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ (იხ.ბმული);
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის დადგენილება №3 „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ (იხ.ბმული);
    • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის დადგენილება №4 „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“ (იხ. ბმული).

ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა -  B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word Excel, Power Point) - კარგი;

კომპეტენცია და  უნარები:

  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებული სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
  • პროექტების მომზადება;
  • ინგლისურ ენაზე პრეზენტაციების გაკეთება, მოხსენების გაკეთება, დისკუსია.

განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • პროფესიული სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში), რომლითაც დასტურდება მოთხოვნილი კვალიფიკაცია, მათ შორის როგორიცაა კომპანია Cisco-ს CCNA- Routing and Switching, ან  Juniper JNCIA-Junos, ან CompTIA Network+ სერტიფიკატი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: მარიამ სუხაშვილი, ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, 
მოთხოვნილი წესის შესაბამისად

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები