ოქტომბერი 23, 2020 17:46

დასრულებული: სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კანონით განსაზღვრული  ფუნქციების შესრულების მიზნით კომისიაში შექმნილია სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია და რადიომონიტორინგის განხორციელება რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისობაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;  

დამატებითი ინფორმაცია  კომისიის შესახებ იხ: www.comcom.ge

სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი შედგება სპექტრის დაგეგმვის, მონიტორინგის და ტექნოლოგიის ჯგუფებისაგან.

თანამდებობრივი სარგო: 6660-დან 8325-მდე  (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

კატეგორია: ტელეკომუნიკაციები;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

საბუთების მიღების ვადები: 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

 ა)  რადიოსიხშირული    სპექტრის             მართვის               სტრატეგიის       შემუშავება,        შესაბამისი პერსპექტიული მიმართულებების და პრიორიტეტების განსაზღვრა;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შემუშავება-განახლება;   

გ) რადიოსიხშირული სპექტრის მართვის, რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენებისა და გადანაწილებისუზრუნველყოფა ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;

დ) რადიომონიტორინგის გაწევა, ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ხელშეშლების, უკანონო სარგებლობის, ასევე კომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად სპექტრის გამოყენების ტექნიკური პირობების შესრულების მონიტორინგი;

ე) რადიოსიხშირული სპექტრის საერთაშორისო კოორდინაცია; რადიოსიხშირული სპექტრის  გამოყენების ზედამხედველობა, სასაზღვრო რადიომონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის მიზნით და შესაბამისი რეაგირება;

ვ) რადიომონიტორინგის სისტემის და სადგურების ტექნიკური უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;

ზ) საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;

თ) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაშვების/წვდომის ტექნიკური პირობების დადგენის უზრუნველყოფა;

ი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის ხელმისაწვდომობის დონის / ნორმის განსაზღვრა;

კ)  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ ბოლო მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველმყოფი მექანიზმებისა და მეთოდოლოგიური წესების შემუშავება;

ლ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის სისტემის უზრუნველყოფა;

მ) კომისიის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ნ) ნუმერაციის რესურსის მართვისა და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა;

ო) დეპარტამენტის საოპერაციო მართვა; საქმიანობის კოორდინირება, დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სამუშაოს დაგეგმვა კომისიაში დანერგილი პროცედურული წესის შესაბამისად;

პ) დაქვემდებარებულთა საქმიანობისა და შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება, მოტივირება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: მაგისტრის  ხარისხი ელექტრონული კომუნიკაციის, კავშირგაბმულობის, ფიზიკის,  რადიოტექნიკის,  ელექტროტექნიკის, ინფორმაციული  სისტემების / ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის  მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება  სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებში/საწარმოებში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში, სატელეკომუნიკაციო აპარატურისა და სისტემების მწარმოებელ კომპანიებში,   ტელეკომუნიკაციის, რადიოტექნიკის,  ინფორმაციული ტექნოლოგიების, სატელეკომუნიკაციო პროექტების მართვის  მიმართულებით; ან საკონსულტაციო ორგანიზაციებში და სასწავლო  დაწესებულებებში  სატელეკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების  მიმართულებით;  აქედან სულ მცირე 2  წლიანი მუშაობის გამოცდილება ჯგუფის, დეპარტამენტის,  სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის ან პროექტის მენეჯერის  პოზიციაზე.

საკონკურსო თემატიკა:

  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში რადიოსიხშირული     სპექტრის რეგულირების         სამართლებრივი  ასპექტების ცოდნა;
  • კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში (2019  წლის ანგარიში
  •  „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება  2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა (ლინკზე მოცემულია თანდართულ ფაილად) 

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word, Excel, Power Point) კარგი
  • სასურველია შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფებისა და აპლიკაციების ცოდნა: MapInfo, GoogleEarth, Microsoft SQL

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3.სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციებზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად:  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით. 

მეორე ეტაპი - ზეპირი დავალება და გასაუბრება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება და გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:   მარიამ ჩოხელი  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნლი წესის შესაბამისად

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები