დეკემბერი 25, 2015 14:19

დასრულებული: ვაკანსია საფინანსო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

დამსაქმებელი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. www.gncc.ge

თანამდებობა:  საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მიზანია კომისიის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, ფინანსური მართვის ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს კომისიის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას.

 

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება საფინანსო დეპარტამენტის უფროსს

განხცადების წარდგენის ბოლო ვადა:  2016 წლის 31 იანვარი.

 

თნამდებობრივი სარგო:     4995 ლარი (დარიცხული)

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  3 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • კომისიის საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა; ოპერაციების სისწორის მონიტორინგი თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება კომისიის რეგულაციების შესაბამისად;
  • კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესის წარმართვა;
  • კომისიის ბიუჯეტის აღსრულების კოორდინაცია და ბიუჯეტის შესრულების თაობაზე წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადებაზე კონტროლის გაწევა;
  • რეგულირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ რეგულირების საფასურის გადახდის აღრიცხვის მონიტორინგი და ყოველთვიური ანალიზი;
  • კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების გაცემის და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • კომისიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა;
  • სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის, ასევე კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების შესაბამის  ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის მონიტორინგი და ყოველთვიური ანალიზი;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშებზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის მონიტორინგი;
     შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება/აღმოფხვრა;
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვა ანგარიშგებების დროული შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
  •  საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის  შიდა რეგულაციების შესაბამისად ყოველთვიური და ყოველკვარტალური  ანგარიშგებების მომზადება;
  • საფინანსო დეპარტამენტის  უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:     უმაღლესი  განათლება ფინანსებში  ან ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში,  ან სხვა მომიჯნავე სპეციალობაში.  (სასურველია მაგისტრის,  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

სერტიფიკატი:  სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი (IFRS). სასურველია  ACCA- ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიონალური მომზადების სერტიფიკატი.

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსურ განყოფილებაში ან ბუღალტერიაში,  მათ შორის მინიმუმ  3  წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ენების ცოდნა:  სასურველია ინგლისური ენის  ცოდნა;

კომპეტენცია და უნარები:

-        ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

-        დაგეგმვა და ორგანიზება;

-        ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

-        დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

-        შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;

-        სიზუსტე და დეტალებზე ორინეტირებულობა;

-        შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;

 

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

-        საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

-        საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

-        MS Office (Word, Excel);

-        საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: 1C, ან ორისი, ან  ინფო, ან  FINA; (ან სხვა საბუღალტრო პროგრამების ცოდნა);

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისია:            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ისამართი:                                                     თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18,

ტელ/ფაქსი:                                                     +995 32 2921625,

E-mail:                                                             post@gncc.ge

საკონტაქტო პირი:                                         თამარ ბოკუჩავა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მდივანი

დამატებითი ინფორმაცია:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და  პირი ვაკანტურ თანამდებობობაზე არ შეიძლება დაინიშნოს თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

კანდიდატმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა და ატვირთოს შესაბამისი დანართები;  განაცხადები შემოტანილი კომისიის ოფისში,  არ განიხილიება. 

კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაბამისი სერტიფიკატები;
  • ბოლო 7 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან);
  • ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;  (იხილეთ თანდართული ფაილი : ინტერესთა კონფლიქტი)
  • წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე.  (იხილეთ თანდართული ფაილი : განცხადება)

 

გასაუბრება დაინიშნება განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, 15 თებერვლიდან;


 

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება

საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს განმეორებითი გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან

 

  • გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

განცადების შემოტანის მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია    www.hr.gov.ge -ზე

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები