ივლისი 06, 2023 19:00

იურიდიული დეპატამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის სტაჟიორი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის სტაჟიორის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1.

ანაზღაურება:  700-950 ლარი (დარიცხული).

ანგარიშვალდებულება: იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის წინაშე.

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი (საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო განრიგთან ხელშეწყობით).

სტაჟირების ხანგრძლილობა:  6 თვე.

საბუთების მიღების ვადაა: 2023 წლის   6 ივლისიდან  2023 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების (გარდა შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა) პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზაში მონაწილეობა;
  • იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;
  •  შედარებითსამართლებრივი კვლევის პროცესში მონაწილეობა;
  • საჭიროებისამებრ, კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის სხვა ფუნქციების შესრულებაში მონაწილეობა დეპარტამენტის/ჯგუფის უფროსის, მენტორის დავალებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: სამართლის ბაკალავრი ან სამართლის დარგში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი).

უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა  -  B2 დონე.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint ) - ძალიან კარგი.

კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • კვლევითი უნარები;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა - ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV),  სამუშაო გამოცდილების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები/ან ცნობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში
  • კანდიდატმა სასურველია გამოაგზავნოს შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის სტაჟიორი“.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა, ტესტირება უნარებში, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები