წვდომის მენიუ

აპრილი 29, 2025 21:05

კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სტაჟიორი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1.

ანაზღაურება:  800-950 ლარი (დარიცხული).

ანგარიშვალდებულება: კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი (საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო განრიგთან ხელშეწყობით).

სტაჟირების ხანგრძლივობა:  6 თვე.

საბუთების მიღების ვადაა: 2025 წლის 29 აპრილიდან  2025 წლის 23 მაისის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • ანგარიშების/დოკუმენტების მოკლე ანალიზის მომზადება;
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებაში დეპარტამენტის მხარდაჭერა;
  • სხვადსხვა ქვეყნის ტელეკომ სფეროს გამოცდილებების, ამა თუ იმ სტატისტიკური მაჩვენებლების მოძიებაში დეპარტამენტის მხარდაჭერა;
  • საჭიროებისამებრ ზარების განხორციელება ავტორიზებულ პირებთან;
  • სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების პროცესის მხარდაჭერა;
  • სამსახურეობრივი/მოხსენებითი ბარათების პროექტების მომზადება;
  • წერილების პროექტების მომზადება (ინგლისურად და ქართულად);
  • შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზებაში სამსახურის მხარდაჭერა;
  • საჭიროებისამებრ წერილობითი თარგმანების შესრულება ინგლისურიდან ქართულად და პირიქით;
  • დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების (ფინანსები) ან ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
  • საქართველოს  კანონი  ,,კონკურენციის შესახებ”.

უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა  -  B2 დონე.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel) - ძალიან კარგი.

კომპეტენციები და უნარები:

  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები: გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება ოთხ (4) ეტაპად:

• განაცხადების გადარჩევა,

• წერილობითი დავალება,

• ზეპირი დავალება და გასაუბრება,

• კონკურსის შედეგების გამოცხადება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმეორებით გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა - ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები/ან ცნობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია

  1. ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  2. ატვირთოს  შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები