დასრულებული: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სტაჟიორი
კომუნიკაციების კომისია (შემდგომში - კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სტაჟიორის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1.
ანაზღაურება: 700-850 ლარი (დარიცხული).
ანგარიშვალდებულება: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის წინაშე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო განრიგთან ხელშეწყობით).
სტაჟირების ხანგრძლილობა: 6 თვე.
საბუთების მიღების ვადაა: 2024 წლის 18 ოქტომბრიდან 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- სხვადასხვა ანგარიშების/დოკუმენტების მოკლე ანალიზის მომზადება;
- სამსახურეობრივი/მოხსენებითი ბარათების პროექტების მომზადება;
- წერილების პროექტების მომზადება (ინგლისურად და ქართულად);
- შეხვედრების/საერთაშორისო ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მომზადება პრესრელიზებისთვის;
- შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზებაში სამსახურის მხარდაჭერა;
- საერთაშორისო ღონისძიებების კალენდრის მომზადება და რეგულარული განახლება;
- საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის თაობაზე საინფორმაციო ბაზის რეგულარული განახლება;
- დონორთა ერთიანი ბაზის წარმოება;
- წერილობითი თარგმანების შესრულება ინგლისურიდან ქართულად და პირიქით;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც მიმართული იქნება სტაჟიორის პროფესიული ზრდის, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარებისაკენ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სოციალურ მეცნიერებებში ან საერთაშორისო ურთიერთობებში ან საერთაშორისო სამართალში.
უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა - C1 დონე.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel) - ძალიან კარგი.
კომპეტენციები და უნარები:
- კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის უნარი;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა - ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV), სამუშაო გამოცდილების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები/ან ცნობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში.
კანდიდატმა სასურველია
- გამოაგზავნოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- გამოაგზავნოს შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სტაჟიორი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, ინგლისურ ენაში ტესტირება, წერილობითი დავალება, გასაუბრება.
შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტირებისგან გათავისუფლდებიან და წერითი დავალების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი დონის დამადასტურებელ ვალიდურ ცნობას - სტანდარტიზებული ტესტები (TOEFL-ის, IELTS-ის, Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის
განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატი). ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე გათავისუფლდება კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.