წვდომის მენიუ

მარტი 04, 2025 11:58

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ამბის დრამატურგიის შესახებ გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“, რომელსაც დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი გაუძღვა და მონაწილეებს დრამატურგიის კუთხით მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ამბის დრამატურგია; ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზება; თხრობის თანმიმდევრულობა; ამბის ისტორიად ქცევა და სხვა. შეხვედრები  თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა. სემინარის ბოლოს მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, საქართველოში მედია სტანდარტის განვითარების მიზნით, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და ტრენინგებს უკვე მეექვსე წელია, სრულიად უფასოდ ატარებს.

თუ ხარ ჟურნალისტიკით დაინტერებული და გსურს ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, თვალი ადევნე მედიააკადემიის ციფრულ პლატფორმებს და ისწავლე უფასოდ პროფესიონალებისგან.

ფეისბუქ გვერდი | იუთუბ არხი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები