წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: ივლისი 02, 2026 13:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2026 16:24

ცნობა  №  26-13

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის   მე-3 პუნქტის, 37-ე, 371-ე, 38-ე, 41-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 23 აპრილის Nგ-26-23/168 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს წარმოება საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 2 ივლისს 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18). პროექტთან დაკავშირებით ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები