წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 03, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2026 16:53

ცნობა  №  26-26

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის  382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 29 ოქტომბრის Nგ-26-23/480 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/659 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 03 დეკემბერს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4. ყოფილი ქეთევან წამებულის გამზ., ბოჭორმის ქ. 50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები