წვდომის მენიუ

კონცენტრაციის წესი

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად ვადებულია კომპანიის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე აცნობოს.

შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის პირდაპირი ან აარაპირდაპირი შეძენაც ხდება. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ ინფორმაციას მათშორის: საფირმო სახელწოდებას, საქმიანობის სახეს და სარეგისტრაციო მონაცემებს, შემოსავლებს საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობას; ინფორმაციას წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას და ავტორიზებულ პირს ადინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები