საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 20, 2020 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2020 16:21

ცნობა  №  20-35

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   74-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-23/566 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 20 აგვისტოს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 20 აგვისტოსი. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები