წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: იანვარი 27, 2015 16:00

გამოქვეყნების თარიღი

ცნობა  №  15-01

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ

ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და  IX თავის, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2014 წლის 30 ოქტობრის №609/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება წარმოება ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის   ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ კომისიის 2014 წლის 30 ოქტობრის №609/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N713/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენა გაიმართა 2015 წლის 15 იანვარს, 16:00 საათზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 15 იანვრის №01ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით, გამოცხადდა შესვენება ზეპირი მოსმენის სხდომაზე და ზეპირი მოსმენა გაგრძელდება 2015 წლის 27 იანვარს, 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2015 წლის 27 იანვრისა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები