წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: იანვარი 26, 2017 15:00

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2016 11:24

ცნობა  №  16-51

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, ასევე კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N818/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2017 წლის 26 იანვარს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2017 წლის 26 იანვრისა.

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები