წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: იანვარი 12, 2016 13:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2015 13:09

ცნობა  №  15-48

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების  შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში “კომისია”) 2015 წლის 05 ნოემბრის №671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენა  გაიმართება 2016 წლის 12 იანვარს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2016 წლის 12 იანვრისა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები