წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 26, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2024 15:13

ცნობა  №  24-28

საჯარო გაცნობისათვის ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 21 ნოემბრის N გ-24-23/531 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 26 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2024 წლის 26 დეკემბრამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები