საჯარო გაცნობისათვის ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო ბომონდის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B173 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით
ცნობა № 24-30
საჯარო გაცნობისათვის ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო ბომონდის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B173 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 21 ნოემბრის N გ-24-23/533 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ბომონდის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B173 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 26 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2024 წლის 26 დეკემბრამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.