წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ნოემბერი 19, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2026 17:54

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი  

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 19 ნოემბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
  2. შპს „სელფი მობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  3. შპს „იულაინის“ (ს/ნ 405518845) ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N872 და N873 უფლებების გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს №გ-25-15/437 და 4 სექტემბრის №გ-25-15/443 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  4. შპს „დაიზენის“ (ს/ნ 405471644) ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N839 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2024 წლის 20 ივნისის №გ-24-15/270 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  5. შპს „ალტალინკის“ (ს/ნ 444555349) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  6. შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
  7. სს „სილქნეტი“-ს (ს/კ 204566978) და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენი“-ს (ს/ნ 404503042) შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
  8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. გიორგი პაპავა - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
  9. შპს ,,ტელეიმედის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
  10. სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები