სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2020 15:01

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2020 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

 

მუხლი 1
შეიქმნას სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიანი ციფრული რუკა.
მუხლი 2
დამტკიცდეს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე შესაბამისი მონაცემების დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმები (დანართი №1).
მუხლი 3
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ელექტრონული მატარებლების (CD, DVD, გარე მეხსიერება) მეშვეობით წარმოდგენა, თანდართული ფორმების (დანართი №1) შესაბამისად და ამავე დანართში მითითებული პერიოდულობით.
მუხლი 4
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონულ საკომუნიკაციო სპეციალურ ქსელებსა და მის ელემენტებზე.
მუხლი 5
 
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ამ დადგენილების ამოქმედების დროისთვის ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემების ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პირველადად წარმოდგენა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ცალკეული პირის დასაბუთებული წერილობითი მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია შესაბამის ავტორიზებულ პირს განუსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პირველადად წარმოდგენის განსხვავებული ვადა.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

კომისიის წევრი   მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი   ელისო ასანიძე
თავმჯდომარე   კახი ბექაური
 
 
 
დანართი 1

ფორმა 1    ხაზოვანი ობიექტები

ფორმა 1.1    საკანალიზაციო არხები

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

ველი

განმარტება

გეომეტრია

საკანალიზაციო არხის გეომეტრია (GIS ფორმატი)

არხების რაოდენობა

საკანალიზაციო არხების რაოდენობა

არხის დიამეტრი

საკანალიზაციო არხის დიამეტრი (სმ-ებში)

მიწისქვეშ ჩადების სიღრმე

საკანალიზაციო არხის მიწისქვეშ განთავსების სიღრმე (სმ-ებში)


ფორმა 1.2 
 
–  ოპტიკური კაბელები

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

 

ველი

განმარტება

გეომეტრია

ოპტიკური კაბელის გეომეტრია (GIS ფორმატი)

ძარღვების რაოდენობა

ოპტიკურ კაბელში ძარღვების რაოდენობა შესაბამის ოპტიკურ კაბელში

დანიშნულება

ოპტიკური კაბელის დანიშნულება:

middlemile, backhole, trunk.

განთავსების ტიპი

ოპტიკური კაბელის განთავსების ტიპი.
მაგალითად: მიწაში 
– არხით, მიწაში არხის გარეშე, წყალში, ბოძზე, ნავთობსადენში, შენობაზე და ა.შ.

მიწისქვეშ ჩადების სიღრმე

ოპტიკური კაბელის მიზისქვეშ განთავსების სიღრმე (სმ-ებში)
(შევსება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ოპტიკური კაბელი მიწაში განთავსებულია არხის გარეშე)

 

ფორმა 2    პასიური ელემენტები

ფორმა 2.1    ქუროები

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

 

ველი

განმარტება

გეომეტრია

საკანალიზაციო ქუროს მდებარეობა (GIS ფორმატი)

(იგულისხმება ისეთი ქურო, რომელიც განკუთვნილია ოპტიკური კაბელების გაერთიანება/განცალკევებისთვის)

 

ფორმა 2.2    სატელეკომუნიკაციო კარადები

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

ველი

განმარტება

გეომეტრია

საკანალიზაციო კარადის მდებარეობა (GIS ფორმატი)

ტიპი

საკანალიზაციო კარადის ტიპი (პატარა, საშუალო, დიდი და ა.შ.)


ფორმა 2.3 – ოპტიკური გამანაწილებელი მოწყობილობები (ODF)

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

ველი

განმარტება

გეომეტრია

ODF კარადის მდებარეობა (GIS ფორმატი)

ტიპი

ODF-ის ტიპი (სასადგურო, საკარადე, სააბონენტო გამანაწილებელი და ა.შ.)

 

წვერების რაოდენობა

წვერების რაოდენობა ODF-ში

 

ფორმა 2.4    საკანალიზაციო ჭები

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

ველი

განმარტება

გეომეტრია

საკანალიზაციო ჭის მდებარეობა (GIS ფორმატი)

ტიპი

საკანალიზაციო ჭის ტიპი (პატარა, საშუალო, დიდი, სასადგურო და ა.შ.)

 

ფორმა 2.5    ტერმინალური მოწყობილობები

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

ველი

განმარტება

გეომეტრია

ტერმინალური მოწყობილობის განთავსების მდებარეობა (GIS ფორმატი)

ტერმინალის იდენტიფიკატორი

შესაბამისი ტერმინალური მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი

დანიშნულება

Core, backbone, Backhole, Access და ა.შ.

100 Mb პორტების რაოდენობა

100-მეგაბიტიანი პორტების რაოდენობა

1 Gb პორტების რაოდენობა

1-გიგაბიტიანი პორტების რაოდენობა

10 Gb პორტების რაოდენობა

10-გიგაბიტიანი პორტების რაოდენობა

10 Gb+ პორტების რაოდენობა

10-გიგაბიტზე მეტი გამტარობის პორტების რაოდენობა

 

ფორმა 3    ლოგიკური შეერთებები

ფორმა 3.1    ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელის ტოპოლოგია

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში

ველი

განმარტება

A ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკატორი

შესაბამისი ტერმინალური მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი (ფორმა 2.5-დან)

B ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკატორი

შესაბამისი ტერმინალური მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი (ფორმა 2.5-დან)

ტერმინალის დანიშნულება

მაგალითად: Trunk, Backhole, Access, და სხვა.

სრული გამტარობა

სრული გამტარობა გიგაბიტში

საკუთარი მიზნ. დატვირთული გამტარობა

საკუთარი მიზნებისთვის დაკავებული გიგაბიტში

იჯარით გაცემული გამტარობა

იჯარით გაცემული გამტარობა გიგაბიტში


ფორმა 4    ანძები და დაფარვა

ფორმა 4.1    მობილური ანძები და დაფარვა

ივსება ინფრასტრუქტურაში განთავსების ან/და ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 

ველი

განმარტება

GSM უჯრედის გეომეტრია

GSM უჯრედის გეომეტრია (GIS ფორმატი)

GSM უჯრედის ტექნოლოგია

2G, 3G, 4G და ა.შ.

GSM უჯრედის იდენტიფიკატორი

შესაბამისი GSM უჯრედის უნიკალური იდენტიფიკატორი

ანძის განთავსების კოორდინატი

ანძის განთავსების კოორდინატი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები