„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2022 12:20

მიღების თარიღი იანვარი 13, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №1

2022 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2005     წლის    12     დეკემბრის     №13     დადგენილებით     (სსმ    III,    №145,  14.12.2005, 040.230.000.17.010.007.931)  დამტკიცებულ   „რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის   უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის გამართვისა  და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  საფასურის განსაზღვრის დებულებაში“ შეტანილ  იქნეს  ცვლილება და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის წახალისების მიზნით, კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულებაზე დაადგინოს დამატებითი ფასდაკლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფასდაკლების ჩათვლით ჯამში არ უნდა აღემატებოდეს სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების 80%-ს.“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის წევრი   ივანე მახარაძე

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე

კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე

თავმჯდომარე     კახი ბექაური

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები