„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2023 15:05
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2023
 
  | 
| 
 „ნორმატიული  აქტების  შესახებ“   საქართველოს   ორგანული კანონის   მე-20   მუხლის   მე-4   პუნქტის  შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: 
 | 
| მუხლი 1 | 
| 
 „„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1  დადგენილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის №4 დადგენილებაში“ (სარეგისტრაციო კოდი: 320050000.17.010.016103, ვებგვერდი 21.07.2023) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. 515 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ. რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში კომისია გასცემს რადიომოყვარულის მოწმობას დანართი №15-ის შესაბამისად“. 2. 1-ლი მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. 518 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი. სახმობი ნიშანი და სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია განსაზღვრულია დანართი №15-ში.“. 3. პირველი მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. დადგენილებას დაემატოს დანართი №15 თანდართული რედაქციით:  | 
| მუხლი 2 | 
| 
 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან. 
 | 
  | 
                