„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2026 12:57
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2026
|
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სსმ III, 14.07.2003წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია გასცემს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელ საბუთს – სალიცენზიო მოწმობას (დანართი №1.1-ის, დანართი №1.2-ის, დანართი №1.21-ისა და დანართი №1.3-ის შესაბამისად).“. |
| მუხლი 2 |
|
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
