„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2026 13:00
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2026
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
|
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.17.010.016099) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად საკონკურსო ან/და სალიცენზიო ვალდებულებების დადგენის პროცესში მონაწილეობის მიღება კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;“. 2. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად საკონკურსო ან/და სალიცენზიო ვალდებულებების დადგენის უზრუნველყოფა;“ ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონების და კონკურსების, მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისა და მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა და სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;“. |
| მუხლი 2 |
|
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
