საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებულ \"რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ\" დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2001

მიღების თარიღი იანვარი 29, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დადგენილება N 1

ქ. თბილისი 29 იანვარი 2001 წ.

\\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 21-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებულ \\\"რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ\\\" დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

\\\"5) საანგარიშო პერიოდი - კალენდარული თვე\\\".

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

\\\"1. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე\\\".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროშირეგისტრაციის ნომერი 320.110.000.15.012.004.633

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები